in

წინანდლის მამულში, „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით, ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები გაიმართა – პროექტის მხარდამჭერია SOLO

16-18 და 22-23 აგვისტოს, „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით, წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში” ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები გაიმართა – პროექტის მხარდამჭერია სოლო.

ჩოგბურთის ჩემპიონატში მონაწილეობა 10-მა, პადელის ჩემპიონატში კი 16-მა წყვილმა მიიღო. ორივე ტურნირში გამოყოფილი იქნა საპრიზო ფონდი და სხვადასხვა საჩუქარი, რომელიც მონაწილეებს გადაეცათ. წინანდლის თასი ყოველწლიური შეჯიბრია, რომელიც უკვე მესამე წელია სილქ ჰოსფითალითის მიერ წინანდლის კორტებზე შერჩეულ წყვილთა შორის ტარდება. ამასთან, წინანდლის მამულის სპორტულ ღონისძიებებს წელს პირველად პადელის ტურნირი შეემატა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში.

ჩოგბურთის ტურნირის სპონსორი იყო სილქ რივორდსი, პორშე და ბაკურიანი, ხოლო პადელის ტურნირის სპონსორი სილქ რივორდსი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა და ბაკურიანი.

„ვცდილობთ, წელიწადის ოთხივე სეზონი საინტერესო იყოს ჩვენი მუდმივი და ახალი სტუმრებისათვის. ამისთვის ხშირად ვმართავთ და ვმასპინძლობთ სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებას წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენში. წელს პირველად დაგვემატა პადელის ტურნირი და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი სიახლე შევთავაზეთ ჩვენს სტუმრებს. შემოდგომაც გვიახლოვდება და კიდევ ბევრ საინტერესო და გასართობ აქტივობას გპირდებით”, – აღნიშნავს ნუცა რამიშვილი, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ გენერალური მენეჯერი.

SOLO განაგრძობს კულტურული და სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას. გვახარებს წინანდლის მამულში გამართული ჩოგბურთისა და პადელის ჩემპიონატის მიმართ გამოვლენილი ინტერესი და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება ჩვენს ინიციატივაში“, – აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.

აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წელს წინანდლის მამულმა რამდენიმე შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება შესთავაზა სტუმრებს, მათ შორის იყო გიორგობისთვე და ქალთა კვირეული, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ კვლავ იგეგმება სხვადასხვა საინტერესო სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელება.

[პარტნიორის კონტენტი]

ECCO – დანიური ფეხსაცმლის მემკვიდრეობა, ოჯახური ბიზნესიდან გლობალურ ბრენდამდე

SpaceX-ის მისია, რომლის დროსაც ასტრონავტები ხომალდიდან გავლენ, ხვალ გაეშვება!