in

“და, რას ელოდები?!”

Coca-Cola-მ ახალი სარეკლამო კამპანიით ბრიტანეთს მოუწოდა “ბედნიერება აირჩიოს”. ვიდეო რგოლში “და, რას ელოდები?”  ახალგაზრდა ადამიანები ბედნიერების მაძიებელთა როლში არიან და ინსტინქტურად ყველაფერს სასიხარულოს იზიდავენ.

რეკლამის მუსიკალური კომპოზიცია სპეციალურად რეპერმა HT-მ (Haris Trnjanin) ჩაწერა. მუსიკოსის შერჩევაც რეკლამის თემატიკიდან გამომდინარე მოხდა. HT ახალგაზრდების პრობლემაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს და ორგანიზაცია Universal Zulu Nation-თან თანამშრომლობს.

კამპანია “ერთი ბრენდის” პრინციპით ამოქმედდა და ამიერიდან Coca-Cola, Diet Coke, Coca-Cola Zero და Coca-Cola Life  ერთ, საერთო სარეკლამო კამპანიებში გაერთიანდება.

https://youtu.be/kfvZK_6s8gQ

Mad Men-ის სკამი ნიუ-იორკის შუაგულში

“McDonald’s”-ის ახალი ყუთები