როგორც იტყვიან winter is coming, შესაბამისად, ნაიკმა სარეკლამო სააგენტო “Wieden+Kennedy”-სთან ერთად ზამთრისთვის ახალი ვიდეო რგოლი გადაიღო.
რეკლამის სახე ცნობილი ბრიტანელი მსახიობი კრის ო’დაუდია. სარეკლამო რგოლი ნაიკის ახალი ზამთრის კოლექციის “Hyperwarm”-სთვის გადაიღეს. “Hyperwarm”-ის ქსოვილი ზამთრის ყინვისგან იცავს და ორგანიზმში ტემეპრატურას აბალანსებს.
სიუჟეტის მიხედვით კრის ო’დაუდი მეტეოროლოგია, რომელიც ცივი ტემპერატურის ორგანიზმზე უარყოფით მოქმედებაზე გვიყვება. ნაიკის “Hyperwarm”-ის დახმარებით სპორტსმენები ზამთრის სიცივეს ადვილად ამარცხებენ და ვარჯიში არ უჭირთ. ვიდეოს “Wieden+Kennedy”-ის ხელწერა ეტყობა: ცოტა იუმორი და დამახასიათებელი ფერები.
კამპანია “Choose Your Winter” მხოლოდ ერთი ვიდეო რგოლით არ შემოიფარგლება და უახლოეს მომავალში მას სხვა ვიდეოებიც შეემატება.
თუ რამდენად საზაინო შეიძლება აღმოჩნდეს ზამთარი ამას რეკლამაში გაიგებთ
http://youtu.be/tQo7Wl4fgXg














