„ჭორაობა ადამიანური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია“, — ამბობს ჯეისონ მორგანი Aware-დან… სწორედ ამ გზით ამყარებენ ადამიანი ურთიერთობებს, თავს უფრო დაკავშირებულად გრძნობენ და ხან ბრაზისგანაც თავისუფლდებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოციალური ცხოველები ვართ, რომელთაც ერთმანეთთან და ზოგჯერ ერთმანეთზე ლაპარაკი სჭირდებათ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჭორების შინაარსი შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ან ბოროტი განზრახვა ჰქონდეს.
საკუთარი თავის წარმოსაჩენად სხვისი დამცირება ნამდვილად არ არის საჭირო… თუ ფიქრობთ, რომ კოლეგები თქვენზე უარყოფითად ლაპარაკობენ, პირველი ნაბიჯი ჭორაობის ტენდენციის შეფასება უნდა იყოს. ადამიანებს ლაპარაკს ვერასდროს დაუშლით, მაგრამ რაც უფრო გამოხატავთ ნეგატივს სამყაროში, მით უფრო უარყოფითი პასუხები დაგიბრუნდებათ. ამიტომ:
გამოიყენეთ ჭორაობა დადებითად
შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ კარგი ჭორაობა კეთილდღეობისთვის სასარგებლოა — „როცა სხვა ადამიანების წარმატებასა და პოზიტიურ ცხოვრებისეულ მომენტებს აღვნიშნავთ, ჩვენს საზოგადოებას ვაერთიანებთ. როცა გუნდის წევრებს კოლეგის ცხოვრებიდან სამწუხარო გამოცდილებას ვუზიარებთ, ეს თანაგრძნობასა და დახმარების სურვილს აჩენს, რაც ჭორაობის საკმაოდ სასარგებლო გამოყენებაა“.
თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა ჭორაობა უარყოფითია? თუ კოლეგები მაინც აგრძელებენ თქვენზე ნეგატიურად საუბარს, თუ ეს გაწუხებთ, მაგრამ დაიგნორებაც შეგიძლიათ, აუცილებლად ასე მოიქეცით. ხოლო, თუ ეს თქვენს ყოველდღიურ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება, რამდენიმე ვარიანტი გაქვთ:
შეხედეთ იუმორით — რთულ საუბრებზე უკეთესი ხან მსუბუქი მიდგომა შეიძლება იყოს. მაგალითად, თუ შემთხვევით სამსახურში გაიგებთ, როგორ ჭორაობს თქვენი ორი კოლეგა თქვენსავე ყოვლისმცოდნეობაზე, უთხარით: „აუ, მითხარით ამის შესახებ, ეგ ქეითი ძალიან მოსაბეზრებელია“ — ეს მათ სირცხვილის გრძნობას გაუჩენს, რის გამოც მინიმუმ ჭორაობას შეწყვეტენ, შემდგომში კი მეტად ფრთხილად იქნებიან.
მიიღეთ, როგორც უკუკავშირი — თუ ჭორაობა ძალიანაც არ გაწუხებთ, უფრო ზრდასრულებისთვის შესაფერისი მიდგომა არჩიეთ და ჭორაობის კონტენტი უკუკავშირად ჩათვალეთ. შემდეგ დაფიქრდით და ნახეთ, რაიმეს შეცვლა ან გაუმჯობესება ხომ არ გჭირდებათ.
წამოიწყეთ არაკომფორტული საუბარი — ოღონდ თუ საკმარისად მამაცი ხართ იმისათვის, რომ ამ ჭორაობას დაუპირისპირდეთ. სკოლაში აღარ ვართ… ამიტომ, შეგიძლიათ ნაკლებად კომფორტული საუბრები, მაგალითად, შემდეგი ფრაზით წამოიწყოთ: „გავიგონე შენ და ანა რომ ლაპარაკობდით ჩემზე, მინდა გითხრა, რომ გამიხარდება, თუ ამ საკითხზე პირდაპირ მე გამესაუბრები…“.
დაელაპარაკეთ უფროსს — მას შემდეგ, რაც ზემოთ მოცემულ ყველა მეთოდს გამოცდით და მიხვდებით, რომ არაფერი შველის ამ ამბავს, სამსახურში კი იმდენად ტოქსიკური გარემო ყალიბდება, რომ ვეღარ მუშაობთ სრულფასოვნად, პროცესში უფროსი უნდა ჩართოთ…
თუმცა მაინც გახსოვდეთ, რომ ადამიანები სოციალური არსებები ვართ…