in

ნახეთ: ჩრდილებით შექმნილი ილუსტრაციები

ბელგიელი მხატვარი და კინორეჟისორი ვინსენტს ბალი უჩვეულო ტექნიკას იყენებს თავისი ილუსტრაციების შესაქმნელად. სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით, ის მკვეთრ ჩრდილებს ქმნის ქაღალდზე — სწორედ ეს ფორმები ხდება პერსონაჟების დიზაინის საფუძველი და შთაგონება.

მიმდინარე სერია, სახელწოდებით Shadowology ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როდესაც ჩაის ფინჯნის ჩრდილი დაინახა და სპილოს მიამსგავსა. ილუსტრაციის დასასრულებლად კალამი გამოიყენა და ძალიან მოეწონა ეს სათამაშო ეფექტი. ამ გადმოსახედიდან ჩრდილების გამოყენების შესაძლებლობები უსასრულოა — დაწყებული ვაშლის ყუნწით, დასრულებული მინის ჭურჭლით, ყვავილებით და სხვა.

სპორტის სასახლეში დიდებული ამინდია, 1 სექტემბერს „ევრობასკეტ 2022″ იწყება!

ჯეიმს ვების ტელესკოპმა კოსმოსის უჩვეულო ფენომენი დააფიქსირა!