5
Feb
2019

რას ჰყვება Instagram-ის რეკორდსმენი “კვერცხის” ავტორი

5 Feb 2019

ინსტაგრამის რეკორდსმენი კვერცხის ავტორმა, კრის გოდფრიმ, 2019 წლის დასაწყისში შეიტყო, რომ ინსტაგრამზე ყველაზე მეტი მოწონება კაილი ჯენერის ფოტოს ჰქონდა. ამ ამბის გაგება მისთვის გამოწვევა აღმოჩნდა. როგორც ახლა იხსენებს: “შეძლებდა ისეთი მარტივი და უნივერსალური რამ, როგორიც კვერცხია, ამ რეკორდის მოხსნას?” როგორც ჩანს, შეძლებდა! სულ რაღაც, ცხრა დღის შემდეგ, ეს კონკრეტული შედეგით დადასტურდა. რეკორდიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, კვერცხს 52 მლნ მოწონებაზე მეტი აქვს, ჯენერის ფოტოს, მხოლოდ 19 მლნ…
რატომ კვერცხი? გოდფრიმ ეს ასე ახსნა: “კვერცხს არ აქვს სქესი, რასა ან რელიგია. კვერცხი უბრალოდ კვერცხია. ის უნივერსალურია.”

statiebi-bog
statiebi-bog

 

29 წლის გოდფრი სარეკლამო სპეციალისტია. ის ლონდონში, &Partnership-ში მუშაობს. მეგობრებთან ერთად, გოდფრიმ კამპანია წამოიწყო, რომელიც შემდეგ Hulu-ს არხზე გავიდა, სუპერთასის პერიოდში. კამპანიის ფარგლებში, კვერცხი ყვება თავის ამბავს, თუ როგორ იმოქმედა პოპულარობამ მის მენტალურ ჯანმრთელობაზე. “თავს დამატყდა სოციალური ქსელის აქტიურობა” – ამბობს კვერცხი: “თუკი შენც გაქვს მსგავსი პრობლემა, დაელაპარაკე ვინმეს”.

 

რეკლამას მაყურებელი არაკომერციული ორგანიზაციის Mental Health America ვებგვერდზე იწვევს. კამპანიის შემქმნელების თქმით, მენტალური ჯანმრთელობა იქნება პირველი, რასაც კვერცხი, სახელად იუჯინი, გამოეხმაურება.
“ადამიანებს შეუყვარდათ ეს კვერცხი და იუჯინსაც სურს გაავრცელოს პოზიტიური გზავნილები” – განაცხადა გოდფრის მეგობარმა და კოლეგამ, 26 წლის ელის ხან-უელანმა.

კვერცხის დაბადების დღიდან (4 იანვარი) მოყოლებული, გოდფრი საკუთარ სახელს არ ამხელდა. თუმცა, მან და მისმა მეგობრებმა, ელისმა და ქეი ჯეიმ, New York Times-თან თავისი განზრახვის შესახებ საუბარი გადაწყვიტეს.

ჯერ კიდევ გამოცანაა, როგორ მოახერხა კვერცხის ფოტომ და ასეთი სიგიჟე გამოიწვია “ინსტაგრამზე”. ზოგიერთის ვარაუდით, ექაუნთის მფლობელმა გავლენიან ადამიანებს გადაუხადა ფული ინფორმაციის გავრცელებისთვის. სხვებმა კვერცხის პოპულარიზაცია საკუთარ თავზე მიიწერეს.

გოდფრის თქმით, კვერცხმა სრულიად ბუნებრივი (ორგანული, “organic”) გზით დაიმსახურა გლობალური ყურადღება და მის პოპულარიზაციაში სხვა გავლენიან პირებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

გოდფრი კვერცხის პოპულარიზაციაში დემოგრაფიულ ფაქტორს განიხილავს: “ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობის დამსახურებაა. სურათი, მეტწილად, სკოლებსა და სათამაშო მოედნებზე გავრცელდა.” მისი დაკვირვებით, განსაკუთრებული აქტიურობა დღის 3-4 საათს შორის შეინიშნებოდა, როცა სასწავლო პროცესი სკოლებში უკვე დასრულებულია. მოსაზრებას მარკეტერებიც ეთანხმებიან, რომ ახალგაზრდებმა მართლაც ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. “ინსტაგრამზე” ექაუნთის შესაქმნელად, სულ მცირე, 13 წლის უნდა იყო, თუმცა წესები ხშირად ირღვევა. მაგალითად, სააგენტო Goodby Silverstein & Partners-ის დირექტორმა მარგარეტ ჯონსონმა კვერცხის შესახებ თავისი 12 წლის შვილისგან გაიგო.

ელისის თქმით, კვერცხის ფოტომ გუნდს უამრავი შთამბეჭდავი წინადადება მოუტანა. “საქმე ჩემში არაა. საკითხი ეხება უბრალოდ კვერცხს და იმას, სადამდე შეუძლია მას ჩვენი წაყვანა და რისი გაკეთების საშუალებას მოგვცემს” – ირწმუნება გოდფრი.

გუნდის წევრებს არ უთქვამთ, მენტალური ჯანმრთელობის გარდა, კიდევ რაიმეს თუ განაცხადებენ. თუმცა, ამბობენ, რომ თავიანთ აუდიტორიას ძალიან ყურადღებით ეკიდებიან.

“ფაქტი, რომ მათ, ასე ვთქვათ, აიძულეს უამრავი ადამიანი შეეხედათ კვერცხის გამოსახულებისთვის, ანომალიურია, უბრალოდ, შემაძრწუნებელი მოვლენა. წვეთი დრო-სივრცის კონტინუუმში. ეს ჩვეულებრივი შემთხვევითობაა. ასეთი რამ არ მეორდება” – ამბობს ენდრიუ ესექსი, კრეატიული ჰოლდინგის Plan A დირექტორი.

თუმცა, “კვერცხის” გუნდს ამის არ სჯერა. ისინი ამაყობენ, რომ შეძლეს თავიანთი გზავნილის სუპერთასზე გაჟღერება. იქ, სადაც ოდესღაც მაიკლ ჯექსონი გამოდიოდა, კვერცხ იუჯინსაც დაეთმო ყურადღება.

წყარო: nytimes



განხილვა