in

ნახეთ: ნამუშევრები კრის კილიპის რეტროსპექტივიდან

კრის კილიპის შემოქმედება ემოციური და იშვიათად ტრაგიკულია… მას იმ ადამიანებთან, რომელთაც იღებდა, ურთიერთობა მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰქონდა. გარდაცვლილი ფოტოგრაფი ყველაზე მეტად ცნობილი 1970-იან და 1980-იანი წლების ნამუშევრებით იყო, როცა ჩრდილოეთ ინგლისის ინდუსტრია იშლებოდა. შესაბამისად, მას ბრიტანეთში დეინდუსტრიალიზაციის მთავარ დოკუმენტატორად მიიჩნევენ, ეს კი საბოლოოდ თავადაც აღიარა. 

ლონდონის ფოტოგრაფთა გალერეა ახლა მისი ნამუშევრების რეტროსპექტივას წარმოგვიდგენს, რომელსაც ფოტოგრაფი კენ გრანტი და კურატორი ტრეისი მარშალ-გრანტი მეთვალყურეობენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მეტ კონტექსტს მოუტანს სურათების მიღმა არსებულ ადამიანებს. თანაც, პირველი გამოფენაა 2020 წლის, ანუ კილიპის გარდაცვალების შემდეგ. ხელოვანი რეტროსპექტივის იდეაზე თავადაც საუბრობდა, თუმცა იგი კიბოთ იყო დაავადებული და მას შემდეგ, რაც ცუდად გახდა, ეს საუბრები მეტად დაჩქარდა. 

გამოფენას ნაილ სუინისა და ნაიჯელ ტრუსველის Thames & Hudson-ის წიგნიც უერთდება, რომელშიც გრანტის, გრეგორი ჰალპერნის და სხვათა ესეებია წარმოდგენილი. ამასთან, დამატებითი მასალებიც, რომლებიც იშვიათ ფერად ნამუშევრებს მოიცავს. 

კრისმა იცოდა, რომ კვდებოდა და რადგან Parr Foundation-ში თავის არქივად ტოვებდა მრავალ ნამუშევარს, მიმაჩნია, რომ მან ასე რეტროპექტივისთვის პირველი არჩევანიც გააკეთა. ეს საკმაოდ კარგია, რადგან ჩვენ შეგვიძლია ძალიან ახლოს ვიყოთ იმასთან, რაც მას სურდა, — ამბობს გრანტ-მარშალი. 

საინტერესოა ისიც, რომ გამოფენილი ნამუშევრები კილიპის პირველი „რედაქტირებიდან“ არის კურირებული და აქ დიდი ზომის ნამუშევრების გარდა, ყველა პრინტი მისი ცხოვრების ბოლო ათწლეულში გაკეთდა.

გამოფენა მენის კუნძულის ნამუშევრით იწყება, ეს კი იმ ფაქტის გამოა მნიშვნელოვანი, რომ კილიპიც სწორედ ამ ადგილიდან იყო. ამას მოჰყვება ინგლისის ჩრდილოეთით 1970-იანი წლების დასაწყისში გადაღებული ფოტოები. 

შემდეგ კი 3 ძირითად სერიას ნახავთ, მათ შორის კილიპის ქვანახშირის პროექტს. იგი 1982-1984 წლებში ნორთამბერლენდში შეიქმნა, სადაც ახლომდებარე მაღაროდან ზღვაში გადაყრილი ნახშირი ნაპირზე ირეცხებოდა. ადამიანები კი მას საწვავად ან გასაყიდად ხშირად აგროვებდნენ. ხოლო კილიპმა ცხოვრება ზღვის ნახშირის მუშებთან ერთად დაიწყო, დაუმეგობრდა და მათთან ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა.

ბოლო ოთახში კი ასახულია მისი თავდაპირველი ალბომი In Flagrante, იგი რამდენიმე საკვანძო ნამუშევარს მოიცავს სხვა, ნაკლებად ცნობილ სურათებთან ერთად, რომლებიც ამ პროცესშია გაკეთებული. ხოლო იდეა იმის ჩვენება იყო, თუ რამდენად ინდუსტრიული ფოტოგრაფი გახლდათ კილიპი, რომელიც ერთგული იყო იმ საზოგადოებებისადმი, რომელსაც იღებდა. 

დიახ, ინდუსტრია, მისი დაცემა და ამ ორს შორის გადასვლა ხშირად შეგხვდებათ მის ნამუშევრებში, მაგრამ ჰუმანური კუთხით, ეს მისთვის ყოველთვის მეორე ადგილზე იყო. იგი ყურადღებას იმ ადამიანებზე ამახვილებდა, რომლებზეც ეს ყველაფერი დიდად მოქმედებდა. 

როცა 1970-იანი წლების კუნძული მენის სურათებს შეხედავთ, მიხვდებით, რომ ხალხი მას რაღაცას უბრუნებს. იგრძნობთ, რომ მათ თითქმის უყვართ იგი. როგორც ჩანს, აფასებენ იმას, რასაც აკეთებს, ამჩნევენ მასში რაღაცას და ენდობიან. მათ სჯერათ მისი, იმის, რაც გააკეთა და ვფიქრობ, ეს გვაჩვენებს, როგორ ვუპასუხოთ მას, — განმარტავს გრანტი. 

თბილისში „მაკდონალდსის“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი გაიხსნა

მაკდონალდსმა ყალბი იურიდიული ფირმა შექმნა, რათა „კარტოფილის ქურდები“ დაამარცხოს