in

ერიქსენის ეფექტი – ბოლო საათებში კარდიოლოგიური კურსების გაყიდვები საოცრად იზრდება

ბოლო 48 საათში, დაახლოებით, 500 Cardiopulmonary resuscitation (CPR) კურსი გაიყიდა – ეს არის პროცედურა სახელად – გულ-ფილტვის რეანიმაცია, სამედიცინო დახმარება, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე წამში მედიკოსებმა ერიქსენს ჩაუტარეს და მისი სიცოცხლე იხსნეს.

Bank of Georgia
Bank of Georgia

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტური საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ჩემპიონატი არასაფეხბურთო ელემენტებითაც „გამორჩეულია“, კოპენჰაგენში დანიისა და ფინეთის ნაკრებების დაპირისპირება მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. მატჩის მიმდინარეობისას მოულოდნელად მასპინძელთა კაპიტანმა გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. როგორც შემდგომ გაირკვა, კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა დაუფიქსირდა, მედიკოსებმა ფეხბურთელს ყველა საჭირო პროცედურა მოედანზევე ჩაუტარეს.

ამჟამად, ფეხბურთელი ჰოსპიტალშია და თავს კარგად გრძნობს. წითელი ჯვრის განცხადებით, ბოლო 48 საათში, დაახლოებით, 500 Cardiopulmonary resuscitation (CPR) კურსი გაიყიდა – ეს არის პროცედურა სახელად – გულ-ფილტვის რეანიმაცია, სამედიცინო დახმარება, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე წამში მედიკოსებმა ერიქსენს ჩაუტარეს და მისი სიცოცხლე იხსნეს.

გულის მსოიფლიო ფონდის განცხადებით, მათი ვებგვერდი ვიზიტორების რეკორდულ რაოდენობას აღწევს და ადამიანები ინფორმაციის მიღების გარდა, გარკვეული ვებინარებისა და სალექციო კურსების შეძენას აქტიურად ახორციელებენ. გარდა ამისა, დანიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სპეციალურ ინფორმაციულ შეხვედრებზე, რომელიც მოქალაქეების საბაზისო ცოდნის გაღრმავებასა და ინფორმაცის გაცვლას ემსახურება, ჯავშნები სწრაფად იზრდება და შეხვედრებზე მსურველებს დიდი შექმნილი რიგის გამო, დალოდება შემოდგომამდე მოუწევს.

Mymarket სრულად განახლდა

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა