ცოტა უჩვეულო შეიძლება ჩანდეს სკამს რომ ქუსლიან ფეხსაცმელს „აცმევენ“, მაგრამ ამის უკან ფეხსაცმლის დიზაინერი კრისტიან ლუბუტენი და ცნობილი ინტერიერის არქიტექტორი პიერ იოვანოვიჩი დგანან, რითაც ყველაფერი ნათელი ხდება… ლუბუტენი თუ ფეხსაცმლის წითელი ძირებითაა ცნობილი, იოვანოვიჩი პარიზული დახვეწილი ესთეტიკითაა გამორჩეული, რაც მათ თანამშრომლობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
კოლექცია 9 შეზღუდული გამოშვების სკამისგან შედგება, თითოეული კი პატივს მიაგებს ძლიერ ქალებს, მიუხედავად იმისა, ისინი რეალურები არიან თუ წარმოსახვითი. სკამებს საკუთარი სახელებიც აქვს, რომელთა შორისაც Dita-ს, Josefina-სა და Syrena-ს შეხვდებით. Five Simply Nude-ის 5 სკამი კი ლუბუტენის Nudes-ის ფეხსაცმლის კოლექციას მიაგებს პატივს. თანამშრომლობის ფარგლებში მინიმალიზმიდან ექსტრავაგანტურობამდე ყველაფერი მოიცვეს, რაშიც ფოტოებიც დაგარწმუნებთ: