კლოდ მონეს ნახატი La Mare, Effet De Neige პირველად იმპრესიონისტების მე-4 გამოფენაზე გამოჩნდა 1879 წელს. იგი თითქოს თავის სახელწოდებას ამართლებდა („უგზოუკვლოდ დაკარგული”) და 70 წლის განმავლობაში პირად კოლექციაში იყო ჩამალული, ახლა კი აუქციონზე იყიდება, სადაც მისი ფასი რამდენიმე ათეული მილიონია.
ცისფრისა და თეთრის კომბინაციით დახატული, მონეს ეს განსაცვიფრებელი ნამუშევარი იმპრესიონისტული მხატვრობისა და თავად ამ მხატვრის ნახატების ერთ-ერთი ჭეშმარიტი მაგალითია. ხელოვნებათმცოდნეების თქმით, მასში სპონტანურობა და თავისუფლება იგრძნობა.
ნახატი თავიდან რიჩარდ სემელს ეკუთვნოდა, თუმცა 1930-იან წლებში ნაცისტურმა რეჟიმმა, მისი ებრაული წარმოშობის გამო, ეს ნამუშევარი წაართვა. მიუხედავად იმისა, რომ ნახატი შემდეგ სხვების მფლობელობაში იყო, Christie’s-ის აუქციონმა სემელის მემკვიდრეებთანაც დადო შეთანხმება მის გაყიდვასთან დაკავშირებით.
დიდებული მხატვრის შედევრი აუქციონზე 2022 წლის 12 მაისს გამოვა და მისი ფასი 18 მილიონიდან 25 მილიონ დოლარამდე იქნება.











