in

Coca-Cola-მ ვიზუალური იდენტობა საშობაოდ „გამოაწყო“

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, Coca-Cola ჯადოსნურად გარდაქმნის თავის ვიზუალურ იდენტობას და სანტა კლაუსივით შეიმოსება. რა თქმა უნდა, მსგავსი იდენტიფიცირება ასეთ მასშტაბურ დღესასწაულთან, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოს ფარავს, სწორი მარკეტინგული გათვლაა. ბრენდიც უკვე წლებია, იდეალურად ტრანსფორმირდება სეზონიდან სეზონამდე — სატვირთო მანქანებით, მაგიურობით შთაგონებული კამპანიებით და თემატურად შემუშავებული ბოთლის დიზაინით.

BOG
BOG

ამჯერადაც, სადღესასწაულო სეზონის დაწყებისთანავე, Coca-Cola-მ, ახალი წლის ბრენდ-სინონიმმა, ახალი იდენტობა გამოაქვეყნა. ცნობილი გლობალური ბრენდინგის სააგენტო Jones Knowles Ritchie-ის (JKR) მიერ შექმნილი კამპანია კოკა-კოლას კლასიკური ელემენტებისა და შობის ძირეული სიმბოლოების ჰარმონიულ ნაზავს წარმოადგენს.

მის ფარგლებში ვხვდებით სადღესასწაულო ორნამენტებს და სათამაშოებს, რომლებშიც სიმბოლურად ბრენდის ბოთლის სილუეტია „დამალული“. სიმბოლურად ეს იმაზე მიუთითებს, რომ „შობის გულში კოკა-კოლას ადგილია“.

გარდა ამისა, სანტა კლაუსის საკულტო გამოსახულებებიც თანამედროვე სახითაა მოცემული, გლუვ მონოქრომატულ სტილში შესრულებული.

ტიპოგრაფიის სტუდია Brody Associates-თან თანამშრომლობით კი სპეციალური შრიფტიც შექმნეს.

ამ საშობაო ცვლილებების მთავარი ასპექტია მოძრაობის პრინციპების დინამიკური გამოყენება. ასე ცოცხლდება მაგიის კონცეფციის რეალური „სული“.

Grand Theft Auto VI-ის ოფიციალური თრეილერი გამოვიდა!

Instagram თაობა ზეტის თვალით დანახულ 2024 წლის ტრენდებს წარმოგვიდგენს