წელიწადის მიწურულს, ცნობილი უცხოური ბრენდების ვიდეორგოლებს მოვუყარეთ თავი. წარმოგიდგენთ Marketer.ge-ს რჩეულ 15 რეკლამას, რომელიც 2018-ის საახალწლო განწყობისთვის შეიქმნა.
„ჰეი, Google! ჩართე საახალწლო მუსიკა“ – თანამედროვე ტექნოლოგიები ძველ დროში რომ ყოფილიყო
როგორ შეიძლება ტექნიკა ადამიანებს ჯადოსნური დღესასწაულის შექმნაში დაეხმაროს? რეკლამაზე სააგენტომ BBDO იმუშავა, Dixons Carphone plc-თან ერთად.
Apple – “გააზიარე საჩუქრები”
ვიდეორგოლი, სახელად “გააზიარე საჩუქრები”, გვიამბობს ისტორიას გოგონაზე, რომელიც არის შემოქმედებითი და რომლის ცხოვრებისეული თანმდევიც Apple-ის მაკბუქია. რეკლამა Apple-ის დაკვეთით სარეკლამო სააგენტო “TBWA\Media Arts Lab”- მა შექმნა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=3dJCroCMBPM
John Lewis – საჩუქრის ძალა!
ესაა ამბავი ელტონ ჯონზე. სიუჟეტი ქრონოლოგიურად გვიყვება ლეგენდარული მომღერლის მოღვაწეობაზე და შობის იმ ჯადოსნურ დილასთან სრულდება, როცა ელტონ ჯონის ცხოვრება იმ ერთმა განსაკუთრებულმა საჩუქარმა შეცვალა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=8&v=mNbSgMEZ_Tw
“Home Alone“-ის საკულტო სცენები Google-ის რეკლამაში
„ზოგჯერ, კევინ მაკკალისტერსაც კი სჭირდება დახმარება“. მძარცველებთან გასამკლავებლად მას Google Assistant ეხმარება… ნახეთ, რეკლამა, რომელშიც “გუგლმა” ფილმის “მარტო სახლში” ლეგენდარული მომენტები გააცოცხლა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=xKYABI-dGEA
Coca-Cola-ს ლეგენდარული საახალწლო რეკლამა
ეს ის რეკლამაა, რომელიც აუცილებლად გემახსოვრებათ 90-იანი წლებიდან – სწორედ იმ დროს გამოჩნდა თბილისის ბნელ ქუჩებში კოკა-კოლას განათებული ავტოკოლონა, მუსიკალური გაფორმებით.
ELKJOP – გაეცი უფრო მეტი
სარეკლამო სააგენტო DDB-ის მიერ გადაღებული რეკლამის მთავარი არსი მდგომარეობს არა მხოლოდ საჩუქრის ჩუქებაში, არამედ ისტორიებში, რომელიც ამ საჩუქრის მიღმა იმალება. ბაბუისა და პატარა გოგონას ურთიერთობაშიც სწორედ ეს არის ასახული.
“კოკა-კოლას” პოლარულ დათვები
უკვე ოცდახუთი წელია, ეს დათვები “კოკა-კოლას” ბრენდის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. პირველი ვიდეორგოლი, პოლარული დათვების მონაწილეობით, 1993 წელს გამოჩნდა. რეკლამამ, სახელწოდებით “ჩრდილოეთის ნათება” პოპულარობა მალევე მოიპოვა. იუბილესთან დაკავშირებით, “კოკა-კოლამ” დათუნიებზე კიდევ ერთი ანიმაცია გამოუშვა.
Bouygues Telecom – “დაუვიწყარი შობა”
სარეკლამო სააგენტო “BETC-ის” მიერ გადაღებულ საშობაო ვიდეორგოლში მოთხრობილია ამბავი მამა-შვილის შესახებ, რომელშიც დროის გასვლის მიუხედავად, ერთი სიმღერის ერთგულები რჩებიან.
https://www.youtube.com/watch?time_continue=84&v=Y-58Ju4311Y
Air New Zealand – საუკეთესო შობა
Air New Zealand-ის რეკლამაში, სანტას “შავ სიაში” მოხვედრილი ბავშვები აწყობენ სამიტს და განიხილავენ, რა მოიმოქმედონ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ბავშვებს, რომლებიც პოლიტიკურ ურთიერთობას სახალისოდ იმეორებენ, Air New Zealand-ის თანამშრომლები ეხმარებიან.
https://www.youtube.com/watch?v=8O0U9bqxm14
“კოკა-კოლა” – “იყავი სანტა”
“კოკა-კოლას” კიდევ ერთი საახალწლო რეკლამა. ზოგჯერ ერთ პატარა მომენტს, გულით გაკეთებულ მცირედ სიკეთესაც დიდი ცვლილების გამოწვევა შეუძლია ადამიანში…
Aldi – სტაფილო კევინის მორიგი საშობაო ამბავი
გერმანული სუპერმარკეტების ქსელ Aldi-ის პერსონაჟი სტაფილო კევინი დაბრუნდა. შობას, ის, ახალი თავგადასავლით და რა თმა უნდა, ოჯახთან ერთად ხვდება.
https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=69Cg_ez7d1U
სიქრეთ სანტა დიდ ბრიტანეთში
რეკლამა ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ Cadbury გადაიღო. ვიდეორგოლი სიქრეთ სანტას თამაშის სახალისო პროცესს აღწერს. Cadbury-ის თამაშში ასობით ათასი ადამიანია ჩართული. კამპანიის ფარგლებში, გადაიღეს საახალწლო ვიდეორგოლიც, სადაც სანტას ნიღბებიანი “სიქრეთ” სანტები თავიანთ ადრესატებს საჩუქრებს უტოვებენ.
https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=fxVxPLFtoNA
TK Maxx – დაუსრულებელი წინდა
ამ სახალისო რეკლამის თანახმად, ის, ვინც დაუსრულებელ წინდას იპოვნის ონლაინ თუ ისე, მაღაზიაში, მთელი წლის განმავლობაში, საჩუქრებს მიიღებს.
Lidl – ციხიდან გაქცევა საშობაოდ
ერთი შეხედვით, ყველაზე პირქუშ ადგილასაც კი დგება ჯადოსნური მომენტი, როცა პატიმარს საახალწლოდ უჩვეულო საჩუქარს მეციხოვნე უკეთებს. სასაჩუქრე კოლოფში დევს ინსტრუმენტი ციხიდან თავის დასაღწევად. პატიმარი გარბის, თუმცა, რეკლამის სიუჟეტი მოულოდნელად სრულიად იცვლება…
სლოვაკეთის ბანკი – ბედნიერი შობა
წუთნახევრიანი რეკლამა ნამდვილი ნაძვის ხის ამბავს გვიყვება და მოგვიწოდებს, არ “გამოვკეტოთ” ნამდვილი ნაძვის ხეები სახლში.