მათთვის, ვინც შობის ღამესაც მუშაობს, Coca-Cola-მ და UberEats-მა კამპანია წამოიწყეს. “იგრძენი შობა ისე, თითქოს სახლში ხარ” – ამ გზავნილით, რეკლამა ექიმებს, მეხანძრეებს, სასტუმროს პერსონალს თუ სხვა საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს ეხმიანება. კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლი გადაიღეს. სიუჟეტის თანახმად, შობის ღამეს, სამუშაო პოსტზე მყოფი დაცვის თანამშრომელი გასართობს ეძებს. თუმცა მარტოს, დიდ და ცარიალ ოფისში ყოფნა განსაკუთრებულად მაინც არ ახარებს. მოულოდნელად, ოფისის კართან კურიერი მოდის, რომელსაც ოჯახის წევრებისგან გამოგზავნილი გემრიელი ვახშამი და საჩუქრები მოაქვს.