ALDI საახალწლო ჯადოსნობისთვის ახალი კამპანიით ემზადება, სახელწოდებით „შობა შობის წინ“. როგორც ჩანს, ამჯერად ბრენდი სადღესასწაულო ზღაპრების ერთგულებას ინარჩუნებს, უბრალოდ სრულიად განსხვავებული სტილით წარმოგვიდგენს. ასე ვთქვათ, კარგად ნაცნობ, ყველასთვის კლიშეებს ცოტათი გვერდზე წევს — კი გვაჩვენებს რამდენიმე მცირე კადრად, მაგრამ წინ უფრო თანამედროვე ნარატივს წევს.
კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტო TBWA\Paris-მა იმუშავა. ვიდეორგოლში ბრენდის პროდუქციას კი ესმევა ხაზი, მაგრამ სიუჟეტურად ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ შემთხვევაში სანტასთან თავად მოდიან ბავშვები — ახლა უკვე ის ელოდება მათ.












