in

ახალი წლის დღესასწაული სიკეთისკენ გვცვლის

კოლუმბიური კომერციული საბანკო კომპანია Banco de Bogotá სადღესასწაულო გზავნილად სიკეთისა და ერთიანობის სინთეზს ირჩევს — “Christmas changes us, let’s stay that way”. კამპანიის მიზანია, დისკრიმინაციისა და შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ ცნობიერებაა აამაღლოს. ამიტომაც, სააგენტო Fantástica-სთან თანამშრომლობით, კომპანია სიკეთის წახალისებაზე მთელი წლის განმავლობაში იზრუნებს და მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვამს ხაზს.

BOG

დისკრიმინაციაზე ყურადღების გასამახვილებლად, შეიქმნა ორი ერთწუთიანი ვიდეო სანტას შესახებ. ერთ-ერთი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც ეტლით სარგებლობს და ამის გამო სამსახურს ვერ პოულობს. საბოლოოდ, მამაკაცი სანტა კლაუსის ფორმით გვევლინება, რათა სადღესასწაულო განწყობა გაავრცელოს. საბოლოოდ კი ორივე რეკლამა საზოგადოების აღქმას უსვამს ხაზს, რომ შობის დროს ადამიანები მეტ სიკეთეს იჩენენ — თუმცა დამოკიდებულების ცვლილება არა მხოლოდ დღესასწაულს, არამედ მთელ წელს უნდა ეხებოდეს.

„გადავწყვიტეთ, ორი ფილმი შეგვექმნა, რომელთაგან ერთი ვენესუელელის ტანჯვის ისტორიას მოგვითხრობს, რადგან აქცენტის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება. ამიტომაც, გადაწყვეტს, სანტას როლი მოირგოს და ქველმოქმედებას მიუძღვნას თავი იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველ ჯერზე უარყოფს მას“, — ამბობს Fantástica-ს კრეატიული დირექტორი, ალეხო გომესი.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამ შეცვალა არა მხოლოდ ის, თუ როგორ აღნიშნავენ ადამიანები დღესასწაულებს, არამედ ის, თუ როგორ იყენებენ ბრენდები თავიანთ პლატფორმებს მნიშვნელოვან საკითხებზე საინტერესო გზავნილების გასავრცელებლად.

პარკირების „ჭკვიანი” სისტემა მანქანებში, მათი განვითარება და სახეობები

ნახეთ: ბავშვური ხედვით შექმნილი ილუსტრაციები