ბავშვთა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Save the Children კამპანია “Christmas Jumper Challenge“ დაიწყო. თამაშის წესი ასეთია: იწვევ 10 მეგობარს, რომლებმაც რაც შეიძლება მეტი, საახალწლო სვიტრი უნდა ჩაიცვან 30 წამში.
ამ კამპანიით Save the Children მხარს უჭერს Christmas Jumper Day-ს, რომელიც ყოველი წლის 14 დეკემბერსაა და მიზნად ისახავს, ორგანიზაციის მიზნებისთვის, თანხების მოძიებას.













