in

თქვენ იძულებული ხართ საშობაო სასწაული დაიჯეროთ

მომხმარებლის საშობაო განწყობის ასამაღლებლად გერმანულმა კომპანია “Otto”-მ და სააგენტო “Heimat Berlin”-მა ანიმაციური ვიდეორგოლი წარმოადგინეს.

ვიდეო ფოსტალიონის ისტორიას მოგვითრობს. ფოსტალიონი წლების წინ მიგდებულ წერილს პოულობს, რომელიც ადრესატამდე ჯერ კიდევ არ მისულა. კონვერტზე ბავშვის ხელით გაკეთებული წარწერაა – “ბაბუას”. წერილში ბავშვი გარდაცვლილ ბაბუას ველოსიპედს სთხოვს. ფოსტალიონი ხვდება, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა, პოულობს უკვე გაზრდილ ბავშვს და ველოსიპედს აძლევს წარწერით “ბოდიში რომ ამდენი ხანი გალოდინე”

https://youtu.be/w_Zhndf74vk

პარიზში გაკრული 600 უკანონო რეკლამა სოციალურ კამპანიად იქცა

Tripadvisor-ის როლი საქართველოში მოქმედი სასტუმროების ბიზნესში