in

სადღესასწაულო კალკულატორი გვეუბნება, რამდენი სათამაშო სჭირდება ჩვენს ნაძვის ხეს

veon
veon

ახალი წლის დღესასწაული ყველაზე გამორჩეულ საგნად ნაძვის ხის დასახელება შეგვიძლია. გრინჩიც ხომ ასე იპარავს შობას — ნაძვის ხეებისა და საჩუქრების მოპარვით, რადგან ამ დღესასწაული ყველა დეტალი სწორედ მასთან ასოცირდება… იქნება ეს საჩუქრების დალაგება/გახსნა, სანტასთვის ნამცხვრებისა და რძის დატოვება თუ სხვა.

თუმცა, თუ ამ წლების განმავლობაში ერთსა და იმავე თემას მიჰყვებით, ახლა ცვლილებების დროა. ონლაინ მაღაზიამ, Christmas Tree World, „ნაძვის ხის დეკორაციის კალკულატორი“ შექმნა, რომელიც მომხმარებლებს იმის განსაზღვრაში ეხმარება, რამდენი დეკორაცია და განათებაა საჭირო იდეალური გაფორმებისთვის.

ინსტრუმენტი სპეციალურ გამოთვლებს აწარმოებს ხის სიმაღლისა და ფორმის შეფასებით. რაც მთავარია, ის დეკორაციების მიმართ ინდივიდუალურ მოთხოვნებსაც ითვალისწინებს — მაგალითად, მინიმალურად მორთული ურჩევნია მომხმარებელს თუ პირიქით, ძალიან გადატვირთული.

„არ არსებობს სწორი ან არასწორი გზა თქვენი ნაძვის ხის მოსართავად. ამის ნაცვლად, მხოლოდ რეკომენდაციების გათვალისწინება შეგიძლიათ. საქმეების ოდნავ გასაადვილებლად კი კალკულატორი შევქმენით, რათა დეკორაციებისა და განათების მინიმალური რაოდენობით შექმნათ ბრწყინვალე შობა“, — ნათქვამია ვებგვერდზე.

500 Global-ის რჩეულთა სიაშია Tass Vision – AI, რომელიც ფიზიკურ მაღაზიებს „ჭკვიან” გადაწყვეტებს სთავაზობს

რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიების თანამშრომლობა არაკომერციულ ორგანიზაციებთან