in

კრისტოს ოცნება ასრულდა – პარიზის ტრიუმფალური თაღი ქსოვილით დაიფარება

მისი ამ სახით ნახვა 16 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი – 18 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე

კრისტოს ოცნება, ქსოვილით დაეფარა ტრიუმფალური თაღი, თანდათან რეალობად იქცევა. უკვე მესამე დღეა, საფრანგეთის დედაქალაქში 25 000 კვადრატული მეტრი გადამუშავებადი პოლიპროპილენის ქსოვილი გამოჩნდა, რომელიც შენობას სრულიად დაფარავს. შეფუთული სატრიუმფო თაღი 2021 წლის ხელოვნების უდიდეს ნიმუშად ითვლება და მისი ამ სახით ნახვა 16 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი – 18 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე.

“კრისტო ბოლო ამოსუნთქვამდე დაუღალავად მუშაობდა ამ პროექტზე – უახლეს დროებით გამოფენაზე… ეს ორიგინალური ნამუშევრები მართლაც ხსნის ხელოვანის ჯადოსნურ წარმოსახვას, სიხარულსა და საოცრებას, რომელიც თავისი ამბიციური ინსტალაციის მომზადებისას აღმოაჩინა” – ამბობს საიმონ შოუ, Sotheby-ის გლობალური სახვითი ხელოვნების ვიცე-თავმჯდომარე.

ჯერ კიდევ 1961 წელს, კრისტოსა და ჟან-კლოდის შეხვერდიდან სამი წლის შემდეგ წყვილმა ხელოვნების ნიმუშების შექმნა საზოგადოებრივ ადგილებში დაიწყო. მათ შორის ერთ-ერთი პროექტი საზოგადოებრივი შენობების შეფუთვა იყო. უკვე 1962 წელს კრისტომ თაღის მახლობლად ერთი პატარა ოთახი დაიქირავა, რათა რამდენიმე კვლევა ჩაეტარებინა და ხელოვნების ნიმუშის შეფუთვის ფოტომონტაჟი შეექმნა. თითქმის 60 წლის შემდეგ პროექტი ხორციელდება.

კრისტოს ყველა პროექტის მსგავსად, Arc de Triomphe Wrapped ხელოვანის მიერ პროექტისთვის შექმნილი ესკიზების, ნახატებისა და კოლაჟების გაყიდვით მიღებული თანხით დაფინანსდება. ასევე, მასშტაბური მოდელებით, 1950–60-იანი წლების ნამუშევრებით და ლითოგრაფიებით. ამის პარალელურად, სახელმწიფო ან კერძო სახსრები არ მიიღება.

გარდა ამისა, პრეზენტაციის დროს 25 ორიგინალური ნამუშევრის გამოფენა მოეწყობა – მათ შორის გამოსახულებების, რუკების, არქიტექტურული გეგმების, ფოტოსურათების, პასტელებსა და ზეთის საღებავებში შესრულებული საინჟინრო ნახატების და შესაფუთად მომზადებული ნაგებობის ფოტოების. შემოსული თანხა სარგებელს მოუტანს როგორც მომავალ პროექტს, ისე Christo & Jeanne-Claude-ს ფონდს, რომელიც მომავალი თაობებისთვის ხელოვნების მემკვიდრეობის დასაცავად შეიქმნა.

კვლევა – ავსტრალიის ეკოსისტემის აღსადგენად წლიურად $2 მილიარდია საჭირო!

სხვა თემაა, როცა იცი რას ჭამ – მაკშაურმა