თუ Chrome-ის მომხმარებელი ხართ, გუგლი ახლა თქვენს გამოცდილებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ამიერიდან პასპორტის, მართვის მოწმობისა და მანქანის საბუთების ავტომატურად შევსებას შემოგთავაზებთ. აღნიშნული კი მისამართების, პაროლებისა და გადახდის ინფორმაციის ავტომატურ შევსებას ემატება…
დესკტოპის მომხმარებლები, რომელთაც გააქტიურებული აქვთ ავტომატური შევსების ფუნქცია, ახლა თავიანთი პასპორტისა და მართვის მოწმობის ციფრებს ნახავენ, როცა კონკრეტული ვებგვერდები მათ მონაცემების შევსებას მოსთხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციებს კი გუგლი მხოლოდ მაშინ დაიმახსოვრებს, როცა ამის ნებართვას მისცემთ და შემდეგ მის კონფიდენციალურობაზეც იზრუნებს. ამასთან, როცა ამ ინფორმაციით კონკრეტულ ველებს თქვენ მაგივრად შეავსებს, ბოლოს დადასტურებას მოგთხოვთ.
![]()
გუგლი აცხადებს, რომ ქრომი ახლა უკეთ იაზრებს კომპლექსურ ფორმებსა და განსხვავებული ფორმატების მოთხოვნებს, რითაც უფრო მეტ სიზუსტესაც უზრუნველყოფს…
განახლება გლობალურად ყველა ენაზე ეტაპობრივად ხდება ხელმისაწდვომი, მომდევნო თვეებში კი ქრომი კიდევ უფრო მეტი მონაცემთა ტიპის მხარდაჭერას გვპირდება — ამას იმიტომ აკეთებს, რომ AI ბრაუზერების ეპოქაში კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს.











