in

Chrome-ის 7 ფუნქციით ონლაინ კითხვა მეტად მარტივი გახდება

veon
veon

ადამიანები უკვე არა მხოლოდ წიგნებით, არამედ ბრაუზერების დახმარებითაც კითხულობენ. თანაც, ინტერნეტი არაჩვეულებრივი სტატიებით არის სავსე და Google Chrome ონლაინ კითხვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად განახლებებსაც აკეთებს. აქ კი Omoguru-ზე, Fika-ზე, Bionize-ზე, Fready-ზე, Website Read Progress-ზე, Scrroll In-სა და SpeedReader-ზე უნდა ვისაუბროთ.

1. Omoguru: გარდაქმენით ნებისმიერი გვერდი უკეთ წაკითხვისა და ფოკუსირებისთვის 

Omoguru-ს კომპანია მუშაობს იმაზე, რომ თქვენთვის კითხვა მეტად მარტივი გახდეს. Chrome-ის გაფართოება კი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არგებენ ისინი ონლაინ კითხვის გამოცდილებას დისლექსიის, ფოკუსირებისა და ყურადღების პრობლემების მქონე ადამიანებს. ნებისმიერ გვერდზე არსებული ტექსტის ისე შეცვლა შეგეძლებათ, როგორც გსურთ. შეგიძლიათ თავადვე აირჩიოთ 7 ფონტიდან ერთ-ერთი, შეცვალოთ ტექსტის ფონი, განსაზღვროთ, რამდენად უნდა იყოს ხაზები ერთმანეთისგან დაშორებული და მიაახლოოთ ტექსტი. 

ამასთან, ნებისმიერ სტატიას მკითხველის რეჟიმიც აქვს, რომლის გამოყენებაც ღილაკზე ერთი თითის დაჭერით არის შესაძლებელი. Omoguru ახალი ამბების საიტებისთვის არის ოპტიმიზებული, თუმცა მის გამოყენებას Gmail-სა და Facebook-ზეც შეძლებთ. 

2. Fika: Kindle-ის მსგავსი კითხვის რეჟიმი

ეს კითხვის რეჟიმზე ცოტა მეტ რამესაც გთავაზობთ, კონკრეტულად კი სტატიიდან არეულობის ამოღებას და მის წაკითხვად დიზაინში მოქცევას. Fika ქვესათაურებსა და სათაურებზე დაყრდნობით სარჩევს (ToC) ქმნის, თითოეულ მათგანზე ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ გადახვიდეთ, რაც დიდი ნაწარმოებების კითხვას მეტად მარტივსაც ხდის. 

ამასთან, ბუნების 25 ფოტოდან სასურველი ფონი შეგიძლიათ აირჩიოთ ან ჩვეულებრივი ფერები გამოიყენოთ. მკითხველის გვერდის ფონი და ფონტის ფერებიც კი 4 არჩევანის მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ. რაც შეეხება უშუალოდ ფონტებს, 6 ვარიანტს გვთავაზობენ. Alt+R ღილაკთა კომბინაცია კი Fika-ს გააქტიურებაში დაგეხმარებათ. 

3. Bionize: სტატიების დასკანერება უფრო სწრაფად კითხვისთვის

დიახ, აქ ბიონიკური კითხვის მეთოდზე უნდა ვისაუბროთ, რაც სტატიების ონლაინ წაკითხვას მეტად მარტივს ხდის. იგი სიტყვების გარკვეულ ასოებს ამუქებს ისე, რომ მისი ამოკითხვა უფრო სწრაფად შეძლოთ. Bionize გამოსაყენებლად ძალიან მარტივიცაა, თუმცა არ გთავაზობთ მინიმალისტურ კითხვის რეჟიმს, ფონტებისა თუ ფერების ცვლილებას. უბრალოდ სიტყვებს ამუქებს, კითხვის პროცესს კი მეტად მარტივს ხდის.

4. Fready: კითხვის დროს თქვენს თვალს მიუძღვება

ჩვეულებრივ კითხვისას წინადადებებს თითს თუ ვაყოლებთ, ახლა Fready ამ მიზნით ჰაილაითერს იყენებს. მას განსაკუთრებული მახასიათებელიც კი აქვს — მძიმე, გრძელ, იშვიათ თუ მეცნიერულ სიტყვებზე სვლას ანელებს, რათა მეტად კონცენტრირებული იყოთ იმაზე, რასაც კითხულობთ. თანაც, აქ მაუსის გამოყენება საერთოდ არ გიწევთ, იგი ავტომატურად იმართება.

Fready-ის პარამეტრებში კი ჰაილაითერის ოთხი ფერის, სიგრძისა თუ ვიზუალის არჩევა შეგიძლიათ. რადგან გლობალურად ასეა დადგენილი, სიჩქარე წუთში 250 სიტყვის წაკითხვას მოიცავს, თუმცა თუ გსურთ, ამის შეცვლასაც მოახერხებთ. 

5. Website Read Progress: ფერადი პროგრესის ზოლი, რომელიც გაჩვენებთ, რამდენი დარჩა წასაკითხი

როცა დიდ სტატიას კითხულობთ, ყოველთვის არ იცით, რამდენად დიდია ტექსტი… ეს ზოლი გიჩვენებთ, თუ რამდენი წაიკითხეთ და რამდენი დაგრჩათ წასაკითხი. შეგიძლიათ სტატიას ჰორიზონტალური ან წრიული ზოლის სახით დაამატოთ. ზოლზე დაწკაპუნებისას თქვენ მთავარ ან წინა გვერდზე დაბრუნებას და სტატიის დახურვასაც კი შეძლებთ.

6. Scrroll In: ნებისმიერ გრძელ სტატიაზე მოძრაობის ბოლო წერტილს იმახსოვრებს

ისიც მართალია, რომ ვრცელი სტატიის ონლაინ კითხვისას ხშირად ჩერდებით ან წაკითხვას სხვა დროს აგრძელებთ. Scroll In კი ონლაინ სანიშნის ფუნქციას ითავსებს, იგი იმახსოვრებს, თუ სად შეწყვიტეთ კითხვა. ხოლო, სანამ იგი ავტომატურად მიგიყვანთ ნიშანზე, შეგიძლიათ ახალი დაამატოთ ან ძველი გააახლოთ. ცვლილებები თქვენს ბრაუზერში ინახება, რაც თქვენი ყველა შენახული წერტილის ნახვის საშუალებას გაძლევთ. თანაც, მას არც კლავიატურა სჭირდება. 

7. SpeedReader: ტიმ ფერისის სწრაფი კითხვის მეთოდი

აქ უფრო სწრაფი აღქმისთვის პერიფერიულ ხედვას იყენებენ. SpeedReader ტექსტს კუთხეებში ორ წითელ ხაზს ამატებს და, მსგავსად, სტატიის პირველ და ბოლო რამდენიმე სიტყვას კვეთს. იდეა კი ის არის, რომ მარცხნიდან მარჯვნივ წაიკითხოთ და შემდეგ ხაზზე გადახვიდეთ. უფრო კონკრეტულად კი ამას ფერისი ქვემოთ მოცემულ ვიდეოში განმარტავს:

როგორ განსაზღვროთ თქვენი ბრენდის ინდივიდუალობა?

Panda Express-ის რობოტი ვოკი სამზარეულოსთვის