in

Chrome-ის ახალი ვერსია ჰაკერებისგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ

96.0.4664.110 ვერსია ყველასათვის ხელმისაწვდომია

veon
veon

Google-მა Chrome-ის ბრაუზერის ახალი ვერსიის გამოშვება დაიწყო — 96.0.4664.110 უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება. საბედნიეროდ, ჰაკერების მიერ აქტიურად გამოყენებული ხრიკების გამოსწორება რთული არ არის… ამისათვის საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბრაუზერი განახლებულია.

Google-ის ბლოგ-პოსტში ნათქვამია, რომ ბრაუზერის ახალი ვერსია არსებული უსაფრთხოების ხარვეზების მოსაგვარებლად შეიქმნა. Chrome-ის 96.0.4664.110 ვერსიის ჩამოტვირთვის შემდეგ შესაბამის შეტყობინებას მიიღებთ, რომ ის განახლებულია. თუმცა, შესაძლოა, ბრაუზერი ავტომატურად განახლდეს — ამის შესამოწმებლად, დააწკაპუნეთ სამ ვერტიკალურ წერტილს, ბრაუზერის ზედა მარჯვენა კუთხეში, შემდეგ გადადით დახმარებაში და Chrome-ის შესახებ.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მიმართავს შესწორებებს სხვა ბრაუზერები, რომლებიც ღია კოდზეა დაფუძნებული (მაგალითად, Vivaldi და Microsoft Edge). ამასთანავე, თუ რაიმე მიზეზით არ გსურთ ქრომის ბრაუზერის გამოყენება, შეგიძლიათ, Windows Sandbox დააინსტალიროთ, რომელსაც Windows 10 Pro და Windows 11 Pro გვთავაზობს. ეს არის უსაფრთხო ალტერნატივა, როგორც გარე საფრთხეებისგან დაცვის გარანტი.

ვირთხები Doom II-ს თამაშობენ — შესაძლოა, Twitch Channel-იც კი ვიხილოთ

სანტა კლაუსსაც კი შეუძლია სრულყოფილი საჩუქრის პოვნა — MediaMarkt-ის ახალი საშობაო რეკლამა