in

ტრადიციებით შთაგონებული ვიზუალური იდენტობა ვისკის ბრენდისთვის

იდეალური ვისკის წარმოებას დაძველების ტექნიკა და შესაბამისი პირობები რომ სჭირდება, ეს სასმლის მთავარ „ინგრედიენტს“ წარმოადგენს. ბრენდ Chronicle-ის უახლესი ლიმიტირებული გამოცემის ვიზუალური იდენტობაც ამის ასახვისკენაა მიმართული — დიზაინი სამი განსხვავებული ნაწილისგან შედგება, რომლებიც საბოლოოდ ერთ მთლიანობად იკვრება. ის ძველ შოტლანდიურ კასრის ფორმას მიჰყვება, რათა ვისკის უნიკალურ მახასიათებლებსა და მემკვიდრეობას გაუსვას ხაზი.

BOG
BOG

ამ ხასიათის შესანარჩუნებლად, ექსტერიერი ხის მასალისგან დაამზადეს, რომელიც წრიულად ეკვრის ბოთლს გარს. მსგავსი მიდგომით, 360°-იანი ხედი სრულად აღიქმება, რათა დეტალები და დინამიკა გამოიკვეთოს. თავად ბოთლიც ვისკის უძველესი დიზაინითაა შთაგონებული, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს ან მე-19 საუკუნის დასაწყისით თარიღდებოდა. ამასთან, ეს სპეციალური გამოცემა გამდიდრებულია ანარეკლებით, ტექსტურებითა და კონტრასტებით, ვერცხლის კომპონენტებით, შოტლანდიური ტვიდის ქსოვილითა და შუშის დეტალებით.

Adobe-ის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი დიზაინში – იწყება!

თებერვლის თვის სიახლეები საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში ბიზნესისთვის