21
Mar
2019

“ქრონოგრაფის” ბრენდ ამბასადორი მოდელი რუსა ჩაჩუა გახდა

21 Mar 2019

“ქრონოგრაფი” Luxury კატეგორიის სამკაულების, საათებისა და აქსესუარების ათეულობით ბრენდს წარმოადგენს. მაღაზია თავისუფლების მოედანზე, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული შენობის პირველ სართულზე 2012 წელს გაიხსნა. Chronograph ისეთი პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომლებსაც საუკუნოვანი ისტორია აქვთ მსოფლიო ბაზარზე. ცოტა ხნის წინ, “ქრონოგრაფის” ბრენდ ამბასადორი მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა გახდა. საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, რუსამ წარადგინა შემდეგი ბრენდები: IWC, Giovanni Ferraris, Chopard, Messika, Zenith, Baume et Mercier, Ponte Veccio, Style Avenue, Omega, Roberto Coin. ეს ის მსოფლიო ბრენდებია, რომლებსაც პოპულარიზაციას უწევენ ჯულია რობერტსი, ნიკოლ კიდმანი, ალესანდრა ამბროსიო, სინდი კროუფორდი, ჯიჯი ჰადიდი, გვინეტ პელტროუ, ადრიანა ლიმა და სხვა.

[R]

განხილვა