in

Chronograph-ის კამპანია შშმ ბავშვების დასახმარებლად

„უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველ წელს, 1 ივნისს „ქრონოგრაფი“, მომხმარებლების მონაწილეობით, ბავშვებს ეხმარება და ცდილობს, მათი უკეთესი მომავლის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა. წელს არჩევანი შევაჩერეთ ასოციაცია „ანიკაზე“, რომელიც არის დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე ბავშვებისთვის“, – ამბობს საათებისა და აქსესუარების ბრენდის „ქრონოგრაფის“ გენერალური მენეჯერი თამარ გელაშვილი.

კომპანიამ, მომხმარებელთან კომუნიკაცია ერთი თვით ადრე, 1 მაისს დაიწყო:

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ქრონოგრაფი“ იწყებს საქველმოქმედო კამპანიას, 1 მაისიდან – 1 ივნისამდე „ქრონოგრაფში“ თქვენს მიერ დახარჯული თანხის 5% Association Anika • ასოციაცია ანიკა-ს დღის ცენტრში გადაირიცხება. ჩვენ გვჯერა, რომ საერთო ძალებით შევძლებთ ბავშვებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას #SHARECARE“.

კამპანიის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, „ქრონოგრაფის“ წარმომადგენლებმა, შეგროვილი თანხა „ანიკას“ დღის ცენტრს გადასცეს.

„1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს „ანიკას“ ბავშვებს გადავეცით საჩუქრები, ანიმატორებთან ერთად გავერთეთ. ბავშვებმა რამდენიმე ნომერი მოგვიმზადეს – ცეკვა, სიმღერა და ლექსები. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მომხმარებლების დახმარებით, შევაგროვეთ 20 000 ლარზე მეტი და ორგანიზაციას გადავეცით“.

როგორც დღის ცენტრ „ანიკას“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ამ რესურსით, ტრანსპორტის პრობლემას მოაგვარებენ.

„ვფიქრობთ, ამ თანხას, პირველ რიგში, ჩვენი ადაპტირებული ტრანსპორტის მწყობრში მოყვანას მოვახმართ. რომ არა ტრანსპორტი, ჩვენი ბენეფიციარები სახლიდანაც ვერ გამოვლენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც, შევძლოთ და ექსკურსიაზე წავიყვანოთ, რაზეც ისინი ოცნებობენ და ჩვენ კი აქამდე ამის საშუალება არ გვქონდა. ახლა მოვაგვარებთ ტრანსპორტის პრობლემას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“.

[R]

როგორ ავალაპარაკოთ, ან ავამღეროთ ადამიანი ერთი ფოტოსა და აუდიოს გამოყენებით

როგორი უნდა იყოს საუკეთესო ხელმძღვანელი – Google-ის შეფასება