“ქრონოგრაფი” დროის უმცირესი მონაკვეთების გასაზომი ხელსაწყოა, ასე ვთქვათ, “დრომწერი”. რამდენიმე წლის წინ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული შენობის პირველ სართულზე ამავე სახელწოდების მაღაზია გაიხსნა, სადაც ლუქს კატეგორიის ბრენდების საათები, სამკაულები და აქსესუარები იყო წარმოდგენილი. დღესდღეობით, “ქრონოგრაფი” არაერთ Premium და Luxury ტიპის ბრენდს წარმოადგენს, მათ შორის: Chopard, JaegerLeCoultre, BREITLING და სხვა. აღსანიშნავია, რომ მათ გარდა, ვისაც განსაკუთრებული სამკაულის საყიდლად საზღვარგარეთ წასვლა აღარ სჭირდება, “ქრონოგრაფში” უფრო ფართო სეგმენტსაც შეუძლია სასურველი აქსესუარის არჩევა ხელმისაწვდომ ფასად. რა სიახლეები აქვს “ქრონოგრაფს” და რა სირთულებთან არის დაკავშირებული Luxury ტიპის მაღაზიის საკომუნიკაციო სტრატეგია, კომპანიის გენერალური მენეჯერისგან, თამარ გელაშვილისგან, შევიტყვეთ.
M: ძალიან პატარა ხომ არ არის ქართული ბაზარი luxury კატეგორიის საათებისა და სამკაულისთვის?
2012 წელს, როდესაც ქრონოგრაფი გაიხსნა საქართველოში, სიტუაცია ბაზარზე ბევრად განსხვავებული იყო. 6 წლის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნები, სტანდარტები, დამოკიდებულება – ყველაფერი შეიცვალა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაზარი მზარდია. ჩვენი სტუმრების ძირითად ნაწილს სწორედ ქართველები წარმოადგენენ.
საქართველოს ბაზარი Luxury ბრენდებისთვის საკმაოდ საიტერესოა. ქართველ ხალხს ძალიან კარგი გემოვნება აქვს, თუ ადრე მხოლოდ საზღვარგარეთ შეიძლებოდა ასეთი ნივთების შეძენა, დღეს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასად, თბილისის შუაგულში, მომხმარებელს იმავე სურვილების ასრულება შეუძლია. Luxury ბაზრის განვითარებას, ზოგადად, ისიც უწყობს ხელს, რომ ტურიზმი ვითარდება საქართველოში და წლიდან წლამდე, უფრო და უფრო მეტი უცხოელი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას.
M: მეორე მხრივ, რა სირთულეებს მოიცავს შესაბამის სეგმენტთან სწორი კომუნიკაცია?
შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მთელი ხელოვნება. რამდენადაც “ქრონოგრაფი”, როგორც ბრენდი, კომპლექსური და ექსკლუზიურია. კომუნიკაციის ხასიათიც ბრენდის ხასიათს იმეორებს. ყველა სტუმარს ინდივიდუალურად ვემსახურებით და მათზე მორგებულ სერვისს ვქმნით. აქ ყველა დეტალს ძალიან დიდი მნიშვენელობა აქვს. ყველა სიტყვას, გაგზავნილ წერილს, მილოცვას. სეგმენტი არ არის ძალიან დიდი, შესაბამისად, ყველაზე დიდ რესურსს იმაში ვხარჯავთ, რომ თითოეულ სტუმართან ინდივიდუალური კომუნიკაცია გვქონდეს.
აქ ბევრი წესია, ბევრი “გაიდლაინი”, რადგან “ქრონოგრაფი” აერთიანებს 25-მდე წამყვან მსოფლიო ბრენდს, საათებისა და სამკაულების კატეგორიაში. თითოეულ ბრენდს თავისი ხასიათი და საკომუნიკაციო არხები აქვს.
M: რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ სამიზნე სეგმენტთან ურთიერთობისთვის?
ამ მხრივ, ძალიან კარგი სიახლეები გვექნება 2019 წლიდან, აქტიურად ვემზადებით, რომ “ქრონოგრაფის”, როგორც ბრენდის “ცნობადობა” გაიზარდოს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქალაქის შუაგულში, ისტორიული შენობის პირველ სართულზე მდებარე Luxury ბუწიკის შესახებ პოტენციურ მომხმარებლებს სწორი და უფრო ღრმა წარმოდგენა შევუქმნათ.
დღეს, მომხმარებლის გონებაში ბრენდი პოზიციონირდება მაღაზიად, სადაც ყველაფერი ძალიან ძვირია, სინამდვილეში, ჩვენთან სამკაულის ფასები 100 ლარიდან იწყება, საათის ფასი კი დაახლოებით 1500 ლარიდან. შესაბამისად, გვინდა საკომუნიკაცია არხები განვავითაროთ და მომხმარებელს ინფორმაცია ბევრი საინტერესო კამპანიის განხორციელებით მივაწოდოთ.
M: როგორ ხედავთ, რა გამოარჩევს “ქრონოგრაფს”?
6 წლის მანძილზე, “ქრონოგრაფი” ცდილობს ჩამოაყალიბოს თავისი ინდივიდუალური ხასიათი და იმიჯი. თავიდან ვიყავით მაღაზია, რომელიც მომხმარებელს შვეიცარულ საათებს და ძვირადღირებულ სამკაულებს სთავაზობდა. დღეს ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომ საქართველოში ვანვითარებთ luxury მიმართულებას და ამ სფეროში უამრავ სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს.
“ქრონოგრაფში” ადამიანები მოდიან სიახლის გასაგებად. არ არის აუცილებელი რამის ყიდვა გინდოდეს, თუ საათებით ხარ გატაცებული და გინდა გაიგო სიახლეები, გაეცნო ახალ კოლექციებს, გაიგო მექანიკური საათის მუშაობის პრინციპები, ბრენდების ინოვაციები – ქრონოგრაფის გუნდი მუდმივად მზად არის თითოეულ სტუმართან დიალოგისთვის. შესაბამისად, ჩვენთან მოსვლა უყვართ. ეს ყველაფერი ჩვენი სტუმრების გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ.
M: რომელ ბრენდებს წარმოადგენთ? თუ გაქვთ პროდუქტები, რომლებიც შედარებით დაბალი ღირებულებით იზიდავს მომხმარებელს?
როგორც უკვე აღვნიშნე, “ქრონოგრაფში” წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი 25-მდე ბრენდი, საათების, სამკაულებისა და აქსესუარების კატეგორიაში. ჩვენთან შეხვდებით Breguet-ს, რომელიც შვეიცარული საათების კატეგორიაში მსოფლიოში ტოპ სამეულში შედის.
Chopard – ქრონოგრაფში წარმოდგენილია Shop in shop კონცეფციით. ბრენდი, რომელიც გამოირჩევა საათების დახვეწილი დიზაინით და რა თქმა უნდა, შვეიცარული მექანიზმით. “შოპარმა” სახელი გაითქვა მოცურავე ბრილიანტებით. ჩვენთან “შოპარის” ბრენდის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი, როგორც საათები, ასევე სამკაულები და აქსესუარები.
JLC – (Jaeger-LeCoultre) Polaris automatic collection – რომელიც პირველად ჩამოვიდა ამიერკავკასიაში და ეს მართლაც დიდი მოვლენაა საათის მოყვარული ადამიანებისთვის. ეს ბრენდის უახლესი კოლექციაა, რომელიც 2018 წელს ჩატარებულ ბეზელის ღონისძიებაზე წარადგინა.
ვცდილობთ საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების სურვილებს და მოთხოვნებს ვუპასუხოთ თანამედროვე ბრენდებითა და მათი უახლესი კოლექციებით.
“ქრონოგრაფის” პორტფოლიო იცვლება სტუმრების მოთხოვნების შესაბამისად.
[R]