2026 ქრონოგრაფისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებისა და განვითარების წელია. ამ წლის მთავარი მოვლენა კი ახალი სივრცის გახსნაა, სადაც Montblanc და Messika დამოუკიდებელი Shop-in-shop სივრცეებით იქნება წარმოდგენილი. ეს ეტაპი ქრონოგრაფის ხედვის და იმ მაღალი სტანდარტის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელსაც იგი წლებია ქმნის.
ახალ სივრცეში მომხმარებელს საშუალება ექნება, Montblanc-სა და Messika-ს სამყარო არა მხოლოდ პროდუქტით, არამედ მთლიანად ბრენდის ხასიათით, ესთეტიკითა და ფილოსოფიით გაიცნოს.

ქრონოგრაფის პორტფოლიოს პირველად უერთდება Montblanc – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუქს ბრენდი, რომელიც საუკუნეზე მეტია ოსტატობას, დახვეწილობასა და გამორჩეულ დიზაინს აერთიანებს. მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ და ტრადიციის თანამედროვე სახით ინტერპრეტაცია Montblanc-ს საერთაშორისო ლუქს სამყაროში განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს.
Messika-ს გამორჩეულმა ესთეტიკამ და თანამედროვე ხედვამ ქართველი მომხმარებლის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. სწორედ ამიტომ, ახალ სივრცეში ბრენდი უფრო ფართო ასორტიმენტით, განსხვავებული და მრავალფეროვანი კოლექციით იქნება წარმოდგენილი.

ამ ორი ბრენდის ახალ სივრცეში გაერთიანებით ქრონოგრაფი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მთავარ ღირებულებას – შექმნას სივრცე, სადაც საერთაშორისო ლუქს კულტურა, გამორჩეული დიზაინი და მაღალი ხარისხის მომსახურება ერთ გამოცდილებად ერთიანდება.
ქრონოგრაფისთვის ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმ გზაზე, რომლის მთავარი მიზანიც მომხმარებლისთვის მუდმივად ახალი, განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაა.
ახალი სივრცის გახსნით ქრონოგრაფი თავის ისტორიაში ახალ ფურცელს შლის და თქვენც გიწვევთ, გახდეთ მისი გაგრძელების ნაწილი.
[R]












