სიამაყე მართლაც დიდია – შედეგის მიუხედავად, „ზუმერის” კამპანიამაც კარგად დაგვანახა, რომ ყველა გულანთებული ქომაგი და, ზოგადად, ქვეყანა გამარჯვებულია – გამარჯვებულია იმ ერთობით, საერთო სიხარულის გაზიარებით, რასაც ეს დღეებია ვხედავთ – ახლა ყველა დარწმუნებულია – ჩვენი გამარჯვებაა, რომ „ჩვენ ერთი სული გვაქვს“.
ისტორიული მატჩების სერიას და საყოველთაო სიამაყის, ერთიანობის განცდას ზუმერმა ერთსულოვანი კამპანია მიუძღვნა.
მესიჯმა „ჩვენ ერთი სული გვაქვს“ ერთმანეთის გარშემო გააერთიანა ყველა ასაკის ადამიანი და შექმნა ერთგვარი სულსწრაფი მოლოდინისა და ერთიანობის განცდა – ერთ სულ და ერთ ხორც გულშემატკივრობის იდეაზე კომპანიამ სააგენტო watergunz-თან ერთად იმუშავა, რომელიც სულსწრაფად დაუკავშირა თბილისის უბნებში ყველაზე „ერთსულიან“ გარემოს – მჭიდროდ დასახლებულ „იტალიურ ეზოებს“ და ფეხბურთის მატჩის ერთად ყურების ძველ ტრადიციას.
ისტორიული მატჩების ღია ჩვენებები 3 განსხვავებულ იტალიურ ეზოში მოეწყო და ასე იქცა ბრენდი ერთიანი სიამაყის განცდის თამამ ელჩად.
(ფრაგმენტები ზუმერის სოციალური ქსელიდან, სადაც ბრენდი არ ღალატობს იუმორითა და ერთსულოვნების სინთეზით გაჯერებულ ხასიათს).
„იტალიურ ეზოებში ხალხის გაერთიანების ინიციატივით ზუმერის მარკეტინგის გუნდმა მოგვმართა. იდეა ძალიან მოგვეწონა და შევქმენით კამპანიის კონცეფცია მესიჯით „ჩვენ ერთი სული გვაქვს”. მოვძებნეთ ძველი იტალიური ეზოები, რომლებშიც კვლავ იგრძნობა ერთიანობა. ვერც კი წარმოვიდგენდით ეზოებში ისეთი განწყობა დაგვხვდა. საჩუქარი, მართალია, ჩვენ მივიტანეთ, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ხალხმა აქეთ მოგვიწყო სანახაობა. თბილად მიგვიღეს, გვიმასპინძლეს და შემდეგ ერთად ვისიამოვნეთ ჩვენი ნაკრების თამაშებით. აქტივობები შევკარით ქეისვიდეოდ და ამ ერთობას უკვე სოციალური მედიის აუდიტორიაც შემოუერთდა და გაამართლა ჩვენი მესიჯი, რომ „ჩვენ ერთი სული გვაქვს”.
ზუმერის მარკეტინგის და ბრენდის დირექტორი, თათია თუთიკო მუჯირი:
„ზუმერი ადამიანებისთვის სახალხო და Lovemark ბრენდია, რომელიც დამახასიათებელი სულისკვეთებით ყოველთვის გამოირჩევა.
ცხადია, ბოლოს განვითარებული ფეხბურთის ეროვნული და ისტორიული მოვლენებიც არ დარჩენილა ჩვენი ყურადღების მიღმა და ამ ამბავში მცირე, მაგრამ ნაღდი გრძნობებით სავსე, რაც მთავარია, ბრენდის საკომუნიკაციო ტერიტორიისთვის შესაფერისი წვლილის შეტანა განვიზრახეთ.
სააგენტო Watergunz-თან, დიდი იდეით აჟიტირებულები, განსაკუთრებულად დამუხტულები მივედით. ეს ენერგეტიკა სულსწრაფად მოედო მთელ გუნდს და შედეგმაც არ დააყოვნა – უზუსტესი ქარგა და შემკვრელი მესიჯი – „ჩვენ ერთი სული გვაქვს” – უმალვე გაგვიზიარეს სააგენტოს ბრწყინვალე ადამიანებმა.
კამპანიაზე მუშაობისას, ბრენდის საკომუნიკაციო ზონისა და ტერიტორიის თვალსაზრისით, ჩემთვის რამდენიმე ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, მთავარი სულისკვეთება – სულსწრაფობა – სრულფასოვნად ყოფილიყო წარმოჩენილი და ბრენდისთვის ავთენტიკური თუ კოლეგიალურ/პროფესიული ეთიკურობის ფარგლებში გაგვეკეთებინა ყველაფერი, რამდენადაც საქართველოში, სპორტის ამ მიმართულებაში, ცხადია, ნაკრების შემდეგ, რამდენიმე ბრენდს რესურსულად დიდი ძალისხმევა აქვს ჩადებული, რასაც სხვა ბრენდებმა ანგარიში უნდა გავუწიოთ და პატივი ვცეთ.
სწორედ ამიტომ, დავიცავით ყველა ზღვარი და ბრენდის ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ ქომაგობის, ერთსულოვნებისა და ეროვნული ზეიმის პასაჟები წამოვწიეთ წინ. მადლიერები ვართ, პირველ რიგში, ბიჭების და შემდეგ ყველა ჩართული ადამიანის იმისთვის, რომ ახლა ყველას ასე მძაფრად გვწამს მთავარის – ჩვენი გამარჯვებაა, რომ „ჩვენ ერთი სული გვაქვს“.
კამპანიის დამაგვირგვინებელ ვიდეომდე ზუმერმა კომუნიკაცია ასე დაიწყო, იხილეთ სტატია.
[პარტნიორის კონტენტი]