in

#ჩვენვქმნითალიანსს სამშენებლო-დეველოპერული სექტორის მოწინავე ხაზზე – „ალიანს ჯგუფის“ გუნდი კომპანიის შესახებ

დიდი კომპანიის თითოეული ამბიციისა და სიახლის განხორციელება, პირველ რიგში, იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც „ალიანს ჯგუფს“ შეკრულ გუნდად უძღვებიან წინ და ამ საქმეში დიდ ძალისხმევას დებენ. ორგანიზაციის შესახებ ყველაზე გულწრფელ და ნამდვილ ამბებს, სწორედ თანამშრომლებისგან ვისმენთ ხოლმე, რომლებიც კომპანიის კორპორატიული კულტურის ანარეკლები არიან. უკვე რამდენიმე თვეა, სტატიების სერიით #მევქმნიალიანსს „ალიანს ჯგუფის“ თანამშრომლების შესახებ გიყვებით. თავიანთი ისტორიებით ისინი გვიზიარებენ იმ ღირებულებებს, რომელსაც კომპანია და თანამშრომელი ერთობლივი მუშაობით, თუ ძალისხმევით ქმნის.

ამჯერად, „ალიანს ჯგუფის“ რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვიამბობს თავის გამოცდილების შესახებ და ჩვენც მათთან ერთად გიყვებით, როგორ ქმნის ეს გუნდი „ალიანსს“.

მაგდა ფეიქრიშვილი, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „ალიანს ჯგუფის“ წევრი მისი დაარსების დღიდან ვარ. ამ ხნის განმავლობაში მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი კომპანიის განვითარებისა და გაფართოების მომსწრე და თვალი მედევნებინა, თუ როგორ იქცეოდა ყველაზე ამბიციური იდეები რეალობად. გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლოცაა და იმავდროულად, სასიამოვნოც, რადგან ამ პოზიციამდე გზა რიგითი მენეჯერობით დაიწყო. უმნიშვნელოვანესია, როდესაც კომპანიაში თანამშრომლის პროფესიული განვითარების სისტემა არსებობს და ამ განვითარებას კომპანიის მენეჯმენტი სათანადო სივრცეს უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიის დაარსების დღიდან მისი წევრი ვარ, არ ყოფილა არც ერთი დღე, როცა მიგრძნია, რომ გავჩერდი და ვეღარ ვვითარდები. დამეთანხმებით, ეს იშვიათი ბედნიერებაა.

არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ჩემს მთავარ მიღწევად გაყიდვების გუნდი მიმაჩნია. გუნდის თითოეული წევრის შერჩევასა თუ განვითარებაში დიდი ძალისხმევა, მონდომება და რესურსია ჩადებული და მიხარია, რომ ეს ძალისხმევა საბოლოოდ გამორჩეულ შედეგებში აისახება. პირადად ჩემთვის, როგორც გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის, მნიშვნელოვანია, შემეძლოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და არსებითი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მენეჯმენტის მხრიდან წახალისებულია. გუნდის ლიდერის მოტივაციაზე უდიდეს გავლენას ახდენს უშუალოდ გუნდიც: რამდენადაც ხელმძღვანელის  ფიგურას აქვს დიდი გავლენა დეპარტამენტის ეფექტიანობაზე, იმდენად ზრდის და ავითარებს გუნდი თავად ხელმძღვანელსაც.“

ანნა გაგუა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი: „წარმატებული იურიდიული კარიერის შექმნა და განვითარება ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან იყო ჩემი მიზანი. გამიმართლა და საერთაშორისო იურიდიული განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში მივიღე. პარალელურად ვმუშაობდი სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე, რომლებმაც საკმაოდ დიდი პროფესიული გამოცდილება მომცეს. „ალიანს ჯგუფთან“ აბსოლუტურად სხვა დონის კორპორაციული დიაპაზონია. თავს ნამდვილად იღბლიან ადამიანად მივიჩნევ, რადგან მომეცა შესაძლებლობა ვუხელმძღვანელო „ალიანს ჯგუფის” იურისტების ვარსკვლავურ გუნდს. კომპანიის ხელმძღვანელობის შეუპოვარმა მიზანდასახულობამ, ჩვენს დეპარტამენტსაც შთაუნერგა ამბიცია დავაკმაყოფილოთ უმაღლესი სტანდარტები და აქტიური როლი შევასრულოთ კორპორაციის ბიზნესის განვითარებაში.

კომპანიის მიერ საქართველოში საერთაშორისო სასტუმროს ბრენდების სტანდარტების დამკვიდრებამ, უძრავი ქონების განვითარებისა და მართვის ნოვატორული მიდგომების დანერგვამ და უცხოური მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მართვაში აქტიურმა ჩართულობამ, ხელი შემიწყო ისეთი დამატებითი უნარების განვითარებაში, როგორიცაა სტრატეგიული აზროვნება, კომუნიკაცია და ლიდერობა. „ალიანს ჯგუფმა“ მომცა უდიდესი მრავალფეროვნება საქმიანობის სხვადასხვა სპექტრში. ეს მრავალფეროვნება ვრცელდება ჩემს გუნდზეც, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ვერთიანდებით ისეთი ღირებულებების ირგვლივ, როგორიცაა გუნდურობა, საერთო სულისკვეთება, თანადგომა, პროფესიული პროგრესი, კორპორაციული კულტურის მუდმივი განვითარება… ჩვენი გუნდის წევრები გულუხვად უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას და ამით ძალიან ვამაყობ. წარმატებული შედეგების მიღწევა, ისეთ საქმიანობაში, როგორიც იურისპრუდენციაა, ერთიანობის განცდის გარეშე, შეუძლებელია.“

თეონა დიასამიძე, მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ალიანს ჯგუფში“ ჩემი მუშაობა, კომპანიის დაარსების დღიდან, პირველი მასშტაბური პროექტით, „ალიანს პალასით“ დაიწყო, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული ბათუმის გაყიდვების გუნდის ფორმირებასა და ხელმძღვანელობაში. 5-წლიანი გამოცდილების, კომპანიის ზრდისა და განვითარების პარალელურად, დეპარტამენტი შევიცვალე. ინვესტორთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ახალი, მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტი. მისი ფორმირება და ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი სიახლე და შემდგომი გამოწვევა გახლდათ. მომხმარებელთა ურთიერთობა საკმაოდ კომპლექსური და დინამიკური პროცესია, რომელსაც ძირითადად ინტერაქციული ხასიათი აქვს. მარტივად რომ ვთქვათ,  გაყიდვის შემდგომი მომსახურება მომხმარებელზე ზრუნვის ხელოვნებაა. ეს პოზიცია კომპანიის ხელმძღვანელობისგან უდიდესი ნდობის გამოცხადებაა, შესაბამისად, მეც  სრული პასუხისმგებლობით ვცდილობ ამ ნდობის გამართლებას.

სამუშაო გარემო „ალიანს ჯგუფში“ საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი, იმავე დროს, ძალიან მეგობრული და საინტერესოა. კომპანიამ  საშუალება მომცა მეკეთებინა ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის და მსიამოვნებს – ინვესტორებთან მოლაპარაკება, შეხვედრები, მუდმივი კომუნიკაცია  ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩემს პროფესიულ, თუ კარიერულ განვითარებაში „ალიანს ჯგუფის“ წვლილი ძალიან დიდია. კომპანიაში მუშაობის 8 წელმა უდიდესი გამოცდილება შემძინა და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ გადაწყვეტილებამ გაამართლა! განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა ასეთი მასშტაბის კომპანიის გუნდის წევრი ხარ, მასთან ერთად იდგამ ფეხს და ვითარდები, რაც შემდგომ აისახება შედეგზე, საქმესა და რა თქმა უნდა, მომხმარებლის დამოკიდებულებაზე.“

ნათია ცარციძე, თბილისის მთავარი ბუღალტერი: „ალიანსისთვის“ საინტერესო სამუშაო გარემოს შექმნა თანამშრომლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანი და მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა იმ საჭიროებებისა, რაც უპირველესია სამუშაო პროცესის კომფორტულად წარმართვისთვის, კომპანიას კარგად აქვს გათავისებული ყველა ის დეტალი, რაც ჩვენი პროდუქტიულობის ამაღლებაზე საგრძნობლად მოქმედებს. გამოვარჩევდი იმ სამართლიანობისა და გამჭვირვალობის შეგრძნებას, რაც გაძლევს ბიძგს ბოლომდე ჩადო შენი რესურსი იმ საქმეში რასაც აკეთებ.

კომპანიას ჩამოყალიბებული აქვს ისეთი ორგანიზაციული კულტურა, რომელიც  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებების მატარებელია. წარმოუდგენელიც კი არის, არ ან ვერ გამოიყენო ის შესაძლებლობები, რასაც „ალიანსი“ გიქმნის – იქნება ეს თანასწორობის შეგრძნება, ინიციატივებისა და საჭიროებებისადმი მიმღებლობა, თუ სხვა. მუდმივად ვცდილობ შიდა გუნდშიც გავატარო ის სამოტივაციო პოლიტიკა, რასაც ალიანსი ზოგადად თანამშრომლებს სთავაზობს. ჩემთვის უპირველესად მნიშვნელოვანია დეპარტამენტში შევინარჩუნო მეგობრული და სანდომიანი გარემო, ვიყო არამარტო სანდო ხელმძღვანელი, არამედ კარგი მენტორიც.

პერიოდულად, ვცდილობ გუნდის წევრების კმაყოფილების დონის განსაზღვრას, ინდივიდუალური გასაუბრებების გზით და საჭიროებისამებრ სამოტივაციო მიდგომების გადახედვას, რა დროსაც აუცილებლად ყურადღებას ვამახვილებ იმ ადამიანური საჭიროებების გათვალისწინებაზე, რაც აუცილებელია თანამშრომლის რესურსის პროდუქტიულად გამოყენებისთვის.“

გიორგი ჩხატარაშვილი, ბათუმის მთავარი ბუღალტერი: „პროფესიით ბუღალტერი ვარ – თითქოს ერთი შეხედვით ერთფეროვანი და რუტინული სამუშაოა, თუმცა სინამდვილეში რთული ფორმულებისა და წესების ერთობლიობაა, რომელიც სიზუსტეს, მაღალ კვალიფიკაციასა და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. „ალიანსამდე“ საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი სამუშო გამოცდილება მქონდა, მიმუშავია როგორც მსხვილ კომპანიებში, ისე ახალბედა, დამწყებ ბიზნესებთანაც. თავდაპირველად, კომპანიაში ბუღალტერიის მიმართულებით მარტო ვიყავი და ალბათ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კომპანიის წარმატებაში მცირე წვლილი მეც მიმიძღვის, რადგან მთელი ჩემი რესურსი, გამოცდილება და ენერგია კომპანიის გამართული ბუღალტრული სისტემის შექმნისთვის იხარჯებოდა.

ხარისხი, პროფესიონალიზმი და მუდმივი განვითარებაეს არის ის, რაზეც დგას კომპანია და თითოეული ადამიანი, რომელიც მუშაობს ამ კომპანიაში. და  რაც მთავარია, მუდმივი სიახლეები, ინოვაციები, რაც ბუნებრივია, ეს ჩემს საქმიანობაზეც აისახება. გულწრფელად რომ გითხრათ, მიხარია ვიყო კომპანიის ნაწილი, რომელიც საქართველოში ერთერთ ყველაზე განსაკუთრებულ, საინტერესო, ნოვატორულ და რთულ არქიტექტურულ პროექტებს ქმნის. ბუნებრივია, ეს დამატებით მოტივაცია და განსაკუთრებულობის განცდაა.

ვფიქრობ, ბუღალტერიაში ყველაზე რთული სფერო სამშენებლო მიმართულებაა, მით უფრო, თუალიანსის“ ტიპის კომპანიაზე ვსაუბრობთ. დღეს, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. ერთი მხრივ, ვართ სამშენებლო კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბრენდებთან ერთად აშენებს მასშტაბურ კომპლექსებს და მეორე მხრივ, დეველოპერული, რითაც პროექტის სრულ ფორმირებას ვახდენთ. გარდა ამისა, გვაქვს საქმიანი ფინანსური თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნებთან, უმსხვილეს კომპანიებთანეს განსხვავებული და ახალი გამოცდილებებია ჩემს პროფესიაში“.

ირინა ზაქარაძე, შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „მიუხედავად იმისა, რომ „ალიანსში“ მოსვლამდე საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება მქონდა, მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ნულიდან დავიწყე ყველაფრის შესწავლა. არასოდეს მიგრძვნია რუტინა, ერთფეროვნება, ყოველ დღეს ახალი გამოწვევა მოაქვს, რაც საქმეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. „ალიანსი“ განვითარების, ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობებს მუდმივად ქმნის, სწორედ ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რის გამოც გამორჩეულად ვაფასებ კომპანიასა და მისი გუნდის წევრობას.

უშუალოდ ჩემი როლი დეპარტამენტში არ განისაზღვრება მხოლოდ ხელმძღვანელობით. ჩემი მისიაა დავალებული თემების დამუშავება და სრული პროცესის ორგანიზება ისე, რომ დროულად მოხდეს მასალების შესყიდვა და მიწოდება. ჩემი გუნდისაგან მოითხოვება ყოველი შესყიდული ნივთის მახასიათებელში სიღრმისეულად გარკვევა – შესყიდვების დეპარტამენტის სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია ინჟინრების, არქიტექტორების ჩართულობა. შედეგად, ჩვენ ვიძენთ უფრო სიღრმისეულ ცოდნას ამა თუ იმ პროდუქციის შესყიდვისას. ყოველი ახალი შეკვეთა რაღაც ახლის სწავლას ნიშნავს.

შესყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდის თითოეული წევრს ჩემი ოჯახის წევრად ვთვლი, შესაბამისად, ჩვენი ყოველდღიური სამუშაო პროცესი ძალიან შეკრული, სინქრონიზებული და იმავდროულად, საინტერესოა. ჩვენ ხომ სამსახურში საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან გვიწევს  შენი ცხოვრების უმეტესი ნაწილის გატარება“.

სწრაფვა მუდმივი განვითარებისაკენ, სექტორში არსებული თანამედროვე სიახლეების დანერგვა და პროფესიონალთა გუნდი – ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც „ალიანს ჯგუფის“  წარმატების ისტორიას 18 წელია ქმნის.

 

[R]

NASA-ს ახალი კონცეფციით ვარსკვლავთშორის სივრცეში 5 წელში მოვხვდებით

Ford-ის სათავგადასავლო კამპანია საუკუნის შემდეგ გრძელდება