in ,

ჩვენთან უკეთესია – სილქნეტის საახალწლო რეკლამა

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ სიქლნეტის საახალწლო რეკლამას, რომელშიც ნანკა კალატოზიშვილისა და გიორგი მეგრელიშვილის ნაცნობი დუეტი ბრუნდება. პროექტზე სარეკლამო სააგენტო Switch Communications-მა იმუშავა.

BOG
BOG

მარკეტერი კრეატიული კონცეფციის ავტორს, ლევან ბახიას ესაუბრა:

ეს პერსონაჟები და რეკლამის სტილი მე და ჩემმა მეგობრებმა მოვიფიქრეთ სარეკლამო სააგენტო “სარკე”-ში მუშაობის პერიოდში. მაშინ ჩვენ გვქონდა მობის ბიზნესი და ეს პერსონაჟები ბევრ სხვადასხვა რეკლამაში გამოვიყენეთ. იყო ტელეკომის სერია, მობის და ა.შ. ორიგინალური იყო განთავსების სტილიც. დღეს ამ კრეატიული კონცეფციის ექსკლუზიური მფლობელი სილქნეტი გახდა, გმირები აგრძელებენ ამბის მოყოლას და ვფიქრობ, სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება კამპანია.

ნოდარ ყანჩაველი, სილქნეტის მარკეტინგის ხელმძღვანელი:

სილქნეტი ახალი წლისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, ჩვენ გვსურდა მომხმარებლისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა და გადავწყვიტეთ, ყველა აბონენტს, ნებისმიერ პაკეტში ვაჩუქოთ Silk TV-ის ყველა არხი. აქცია 20 იანვრამდე გაგრძელდება და საახალწლო დღეებში მთელი საქართველო შეძლებს უყუროს ყველა არხს სილქნეტის მეშვეობით. გვიხარია, რომ პროფესიონალების ისეთ გუნდთან ვიმუშავეთ, როგორიცაა ლევან ბახია, აკა მელიქიძე, ბესო კაჭარავა და მთელი Switch Communications-ი. გვიხარია ამ პერსონაჟების დაბრუნება ჩვენს კამპანიაში.

Creative concept: Levan Bakhia
Creative Director: Aka Melikidze
Copywriter: Keko Chelidze
Art-Director: Tamara Bochikashvili
Producer: Devi Razmadze
Director: Beqa Jguburia
DoP: Sandro Darakhvelidze
Production Design: Bacho Makharadze
Costume Design: Ika Bobokhidze
Color Correction: Omar Gelashvili
Sound Design: Post Red Audio
Edit: Acho Lazariashvili

სიყვარულის უჩვეულო ისტორია გვინეტ პელტროუს მონაწილეობით

მაღაზია-სახელოსნო Crafting Corner 23 – მეგობრების მიერ „სანატრელ სივრცედ“ ქცეული იდეა