თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა განსხვავებაა ნებისმიერ სმარტფონსა და iPhone-ს შორის, მაშინ სწორედ თქვენთვის ყოფილა Apple-ის ახალი კამპანია. რამდენიმე 15 წამიან ვიდეორგოლში ძალიან მარტივად ხსნიან იმ განსხვავებებს, რაც ჩვეულებრივ ტელეფონებსა და ბრენდის პროდუქტს შორის არსებობს. მუსიკა, ხმა, ჟღერადობა, ფოტოების გადაღებისა და განთავსების მარტივი ფუნქცია, რაღა თქმა უნდა, სიჩქარე და ბოლოს, დაცულობა. ეს ის ძირითადი პუნქტებია, რაც Apple-მა ახალი კამპანიისთვის გამოყო და მისი აზრით, მომხმარებლისთვის ყველაზე პრიორიტეტულია.
https://www.youtube.com/watch?v=99w8cdTcliA
https://www.youtube.com/watch?v=R-kbqiLxZwM
https://www.youtube.com/watch?v=8IKxOIbRVxs
https://www.youtube.com/watch?v=poxjtpArMGc