in

ნახეთ: გინესის რეკორდების სიას ჩვილი მხატვარი შეემატა

ხელოვნების სამყაროს ახალი ვუნდერკინდი ჰყავს — ეის-ლიამ ნანა სემ ანკრა, ჩვილი განადან, ოფიციალურად აღიარა გინესის მსოფლიო რეკორდების კომისიამ, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი ხელოვანი. ის სულ რაღაც წლის და 152 დღისაა… თუმცა მისი შემოქმედებითი მოგზაურობა გაცილებით ადრე, 6 თვის ასაკში დაიწყო.

BOG
BOG

ბავშვის დედამ, შანტელ კუუკა ეგანმა, რომელიც თავად მხატვარია, მას საღებავებით გატაცება შეატყო. თავდაპირველად ტილო და საღებავები აჩუქა, რათა თამაშის განსხვავებულ ფორმაზე გადაეტანა ყურადღება, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს შემოქმედებითი გზის დასაწყისი იქნებოდა.

ექსპერტთა შეფასებით, ასე შეიქმნა ეის-ლიამის პირველი შედევრი, სახელწოდებით The Crawl. საგულისხმოა, რომ ბიჭი ჩვეულებრივ ფუნჯთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ნაწილსაც იყენებს, რათა აკრილის საღებავი ტილოზე გადაანაწილოს. „როცა ხატვას ასრულებს, მეძახის და მეუბნება: დედა, დავასრულე“, — ამბობს ეგანი.

Armani Junior — მოდური და თავისუფალი ბავშვობისთვის

4Hospitals — ტრენდსეტერი ქართულ სამედიცინო ბაზარზე