in

საჯარო მოხელე ბოტი რუსთავში – Ci Bot მუნიციპალური სერვისების მისაღებად

რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და კომპანია „პულსარის“ მეშვეობით, რუსთავის მერიის ჩატბოტი სი ბოტი – Ci Bot შექმნა. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საჯარო მოხელეა.

ჩატბოტი მოქალაქეებს, ინფორმაციას მუნიციპალური სერვისების შესახებ და არამარტო, სახლიდან გაუსვლელად, მიაწვდის.

 

  • სი ბოტი 25 წლის სწრაფი, სანდო და კომპეტენტური საჯარო მოხელეა. იგი თქვენთან ურთიერთობის არაფორმალურ გზას ირჩევს;
  • ფეისბუკმესენჯერის საშუალებით, მას შეუძლია მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით, ესენია: საჯარო ინფორმაცია, სოციალური პროგრამები, არქიტექტურული სერვისი, სამხედრო გაწვევა, მუნიციპალური ქონება და ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებული საკითხები;
  • ასევე, სი ბოტი ფლობს და გასცემს საჭირო ცნობებსა და ინფორმაციას კორონა ვირუსის შესახებ: სტატისტიკები, რეკომენდაციები, როგორ მივიღოთ დახმარება ან გავხდეთ მოხალისე.


სი ბოტი მუნიციპალიტეტს ეხმარება, რომ მოქალაქეებთან დაამყაროს სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია, ხოლო მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, საჭირო ინფორმაცია მიიღონ.

კრეატიულმა სააგენტომ მოიფიქრა, როგორ ავარიდოთ თავი კარის ბინძური სახელურის ხელის მოკიდებას

როგორი იქნებიან რბილი რობოტები, რომლებსაც დელიკატური სამუშაოს შესრულებაც შეეძლებათ