in

Ciao Kendall! – პოლონური მაღაზიათა ქსელის კამპანია ქენდალ ჯენერის მონაწილეობით

Ciao Kendall! – ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომელიც პოლონურმა მაღაზიათა ქსელმა Reserved სულ ახლახან წამოიწყო. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ერთგვარი სურეალისტური ვიდეორგოლის მთავარი გმირია, რომელიც დრო და დრო სტილს იცვლის – საბოლოოდ კი, იტალიელი არისტოკრატიდან ქალთევზად იქცევა.

BOG

გორდონ ვონ სტეინერის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი ერთგვარად ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს. ქენდალ ჯენერის მიერ მორგებული სამოსი კი რეალურად Reserved-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა. და მაინც, რატომ Ciao Kendall? ალბათ იმიტომ, რომ ქენდალი ძველ სტილს ემშვიდობება და სრულიად ახალ ცხოვრებაში დგამს ფეხს.

 

ლუდი ქაღალდის ბოთლებში – Carlsberg-ის ინიციატივა

გადახდების 5 გიგანტი Facebook-ის კრიპტოვალუტის ასოციაციას ტოვებს