ტექნოლოგიური, თუ ურბანული განვითარების შედეგად, ციცინათელები სულ უფრო შორს მიდიან ადამიანებისგან. ისინი, თითქოს, საკუთარ საჭიროებას ვეღარ ხედავენ, უკვე განათებულ ადგილებში… მათი ნათება კი სულ უფრო ცოტა ადამიანისთვისაა ბუნებრივი „სასწაული“.
რამდენიმე თვეა, რაც ბრაზილიის საბანკო-საფინანსო სფეროს წამყვანი კომპანია Bradesco სოციალურ კამპანიას აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც სოციალური ინკლუზიისა და განსხვავებულის მიმღებლობის პრობლემის გადაჭრაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს. წლის ბოლოს Bradesco-მ ამ კამპანიის შედეგი გამოაქვეყნა. ეს არის ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელიც ორნახევარი წუთი გრძელდება და გვიყვება ქალაქში, უამრავი განათების გვერდით მოხვედრილი ციცინათელას ემოციურ ამბავს. 3D ანიმაცია სარეკლამო სააგენტო Publicis Brasil-მა, Zombie Studios-ის დახმარებით შექმნა.











