in ,

27 მილიონი ნახვა 20 საათის განმავლობაში – Cider-ის რეკლამა

Thrillist for Smith & Forge–მა თავისი ახალი სასმელისთვის უჩვეულო კამპანია შექმნა. ვიდეორგოლმა კი, რომელიც ამ კამპანიის ფარგლებში გადაიღეს, სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა.

კამპანიაში მონაწილეობა CrossFit–ის სპორტსმენმა კენეტ ლევერიჩმა მიიღო, ოღონდ კონსპირაციულად. სპეციალური გრიმით, ჭაღარა თმითა და წვერით  კენეტი 84 წლის მოხუცს დაამსგავსეს და სავარჯიშო მოედანზე გაუშვეს.

 

 

მოვარჯიშე ახალგაზრდები, უამრავი მაყურებელი და მოულოდნელად გამოჩენილი ხნიერი მამაკაცი, რომელიც მძიმე შტანგას შეეჭიდა. მოხუცმა სიმძიმეს პირველივე ჯერზე თავი მარტივად გაართვა, გარშემომყოფების ყურადღებაც მიიქცია და ნელ–ნელა ღერძს ჰანტელებიც დაუმატა. ხალხმა ვიდეოს გადაღება დაიწყო. იქვე მოვარჯიშე მამაკაცებმა კი შეჯიბრება მოინდომეს. მათდა სამარცხვინოდ, 84 წლის მოხუცმა ყველა სიმძიმეს გაცილებით მარტივად გაართვა თავი. ბოლოს ის მოედნიდან ოვაციებით გააცილეს და რჩევებიც კითხეს.

ეს არ არის პირველი კამპანია მსგავსი “ხრიკებით”. Monster–მა სულ ცოტა ხნის წინ თავისი Monster ROC ყურსასმენის რეკლამისთვის ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ “გარდასახა” და ქალაქის ქუჩებში ფეხბურთის სათამაშოდ გაუშვა.

სად გაქრა ფერები Skittles–ის შეფუთვიდან?!

იცით, რას ნიშნავს 9.58?! – Virgin Media–ს სამოტივაციო ვიდეორგოლი