in

ციფრულ ეკონომიკაში, პროგრამული უზრუნველყოფა თქვენი კონკურენტული უპირატესობაა

იმარჯვებს ის, ვინც საუკეთესო პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის

“Amazon” ყველასათვის ცნობილია, როგორც საცალო ვაჭრობის უდიდესი პლატფორმა, თუმცა მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი კომპანიის მნიშვნელობას სხვაგვარად აფასებს – მისი აზრით, “ამაზონი” არა საცალო ვაჭრობის, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

“ჩვენი საქმე არ არის ის, რაც ყავისფერ ყუთებშია. ეს არის პროგრამა, რომელიც გზავნის ყავისფერ ყუთებს” – ამბობს ბეზოსი.

მართალია, “ამაზონის” გარდა ამ ტიპის ბევრი სხვა კომპანია არსებობს, რომელიც ბაზარზე აქტიურ კონკურენციას ეწევა, თუმცა, ფაქტია, ვერც ერთმა მათგანმა გააცნობიერა ჯეფ ბეზოსის მოსაზრება – ციფრული ეკონომიკის პირობებში, იმარჯვებს ის, ვინც საუკეთესო პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის. სამწუხაროდ, კომპანიების უმეტესობისთვის პროგრამული უზრუნველყოფა არ მოიაზრება ერთ-ერთ მთავარ კომპეტენციად და ძირითადად იყენებენ იმას, რასაც სხვები. ამ შემთხევევაში ჩნდება კითხვა – როგორ შეგიძლიათ დიფერენცირება და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება, თუ იგივე პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებთ, რასაც ყველა სხვა? ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია საკუთარი, ინდივიდუალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა.

ასევე, გაითვალისწინეთ, საუკეთესო პროგრამული ინჟინრები არ იმუშავებენ კომპანიაში, რომელიც მათ “კოდექსის მაიმუნებად” აქცევს, მიეცით მათ მეტი “შემოქმედებითი” თავისუფლება და საშუალება, შექმნან რაღაც ახალი, ინდივიდუალურად მორგებული და განსხვავებული.

დეველოპერების როლის ამაღლება და კომპანიაში პროგრამული უზრუნველყოფის წინ წამოწევა, მთელი ორგანიზაციის აზროვნების ცვლილებას მოითხოვს.

შემაწუხებელი სიმართლე

მოქმედი კომპანიები ხშირად რეაგირებენ ციფრულ კონკურენციაზე, ისეთი მეთოდოლოგიების გათვალისწინებით, როგორიცაა მანევრირება და ათასობით ადამიანის ტრენინგი. ასევე, “ინოვაციური ცენტრების” აშენება მშობელი კომპანიისგან დამოუკიდებლად, სტარტაპების შეძენა, რომლებიც იმედოვნებენ, რომ საკუთარ მთავარ “იდეურ ღერძს” (შეიძლება ითქვას, კომპანიის “დნმ”-ს) წარმატებით გაავრცელებენ ორგანიზაციაში და საკონსულტაციო ფირმებისთვის შეიმუშავებენ პროგრამებს.

თანაც, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება დღეს უფრო ადვილია, ვიდრე ათი წლის წინ. ნაცვლად იმისა, რომ აპლიკაციები თავიდან დაწერონ, დეველოპერები აწვდიან მიკრო სერვისებს – მცირე პროგრამებს და თითოეულ მათგანში მოცემულია კონკრეტული ფუნქციები, როგორიცაა კომუნიკაციები და ბილინგი. ბუნებრივია, საქმეს დეველოპერების თანამედროვე ინსტრუმენტები და ავტომატიზაციაც აჩქარებს.

სწორი და ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელობის მაგალითად შეგვიძლია, “დომინოს პიცა” მოვიხმოთ, როდესაც აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ დოილმა, დაადგინა, რომ კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად საუკეთესო გზა მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების მიწოდება იყო. ეს ავტომატურად გულისხმობს მოსახერხებელ და შესანიშნავ მობილურ აპლიკაციებს. სწორედ ამიტომ შეიქმნა კომპანიაში ინოვაციური აპლიკაციები და ფუნქციები.

ასევე, საინტერესოა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბანკის – ING მაგალითი, რომელმაც მსგავსი ტრანსფორმაცია 2013 წელს დაიწყო. გენერალურმა დირექტორმა, რალფ ჰამერსმა დიდი ინვესტიცია ჩადო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში და პროგრამულ ინჟინრებს მოუწოდა, გარისკონ და იყვნენ კრეატიულები, რაც გულისხმობს შინაური პროგრამების შემუშავებას, კომერციული პაკეტების შესაცვლელად.

დაადგინეთ პრობლემები და არა დავალებები

ტრადიციულად, ბიზნესის მხარეებს უჩნდებათ იდეები და გადასცემენ დეველოპერებს, რომლებსაც მათი კოდების სახით გარდაქმნა ევალებათ. ამის ნაცვლად, დეველოპერებს საშუალება მიეცით, ხელი შეუწყონ ბიზნესის პრობლემების მოგვარებას. ვინ იცის უკეთ, როგორ გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა თქვენი ბიზნესის განსავითარებლად, ვიდრე ადამიანებმა, რომლებსაც საფუძვლიანად ესმით ტექნოლოგიები?

მოითმინეთ წარუმატებლობა

ექსპერიმენტი ინოვაციის წინაპირობაა. შექმენით გარემო, სადაც დეველოპერები ატარებენ უამრავ მცირე ექსპერიმენტს და სადაც წარუმატებლობა არა თუ ისჯება, არამედ უბრალოდ აღინიშნება. ეცადეთ, აწარმოოთ კვლევა, რამ შეუშალა ხელი ექსპერიმენტის წარმატებით განხორციელებას და ეს გამოცდილება შემდგომი მიზნებისთვის გამოიყენეთ.

გახდით სიჩქარით შეპყრობილი

სტარტაპები ახალ კოდს, ფაქტობრივად, ყოველდღე უშვებენ. კომპანიებს აღარ შეუძლიათ, ერთი პროგრამის შექმნას თვეები მოანდომონ. ამიტომაც, ისწავლეთ სწრაფად მოქმედება – დიდი იდეიდან მუშა პროდუქტის შექმნამდე.

უზრუნველყავით დეველეპოერებისა და მომხმარებლების სიახლოვე

მოიცილეთ ორგანიზაციული ბარიერები, რომლებიც დეველოპერებს გამოყოფს იმ ადამიანებისგან, რომლებიც რეალურად იყენებენ მათ პროგრამებს. როდესაც დეველოპერები მომხმარებლებს ესაუბრებიან, მათ მოკლე დროში, უფრო სასარგებლო ფუნქციების შექნა შეუძლიათ.

ყველა ორგანიზაცია თავისებურად მიიღებს “მშენებლის აზროვნებას”, მაგრამ ეს პრინციპები მსოფლიო დონის პროგრამული უზრუნველყოფის ორგანიზაციის შექმნის ძირითად ჩარჩოს წარმოადგენს, რომელიც დაგეხმარებათ, უფრო სწრაფად იმოქმედოთ, მოერგოთ სწრაფად ცვალებად ბაზრებს და მომხმარებლებს მიაწოდოთ ის, რაც რეალურად სჭირებათ.

წყარო: HBR



დილერობის ტკივილი! – მანქანის მყიდველის შეუბრალებელი დაკითხვა

ვითიბი ბანკი, როგორც ქართული სპორტის ქომაგი