in

ციფრული ხელოვნების პროექტი QUÈTU “ცხოვრების ფრაგმენტების” შესახებ

ნამუშევრებში პანდემიური სამყაროს მიერ შევიწროვებული ჰორიზონტები იგრძნობა…

ძალიან რეალისტურად გამოიყურება, არა? ამ კითხვაზე პასუხს ფოტოების დათვალიერების შემდეგ მიიღებთ, მანამდე კი მცირე ამბავს გიამბობთ.

ციფრულმა არტისტმა მარიტა მადიომ თავისი უახლესი 3D სერია QUÈTU წარადგინა, რომელიც კუნძულ ალიკუდის “ცხოვრების ფრაგმენტებს” ასახავს. იდეა პანდემიის პერიოდში დაიბადა – ანუ, მაშინ, როდესაც ფიზიკური ჰორიზონტები წარმოუდგენლად მცირდებოდა იძულებითმა იზოლაციამ ჩვენი სახლები თავშესაფრებად გარდაქმნა.

“შემდეგ ახალი საშინაო სივრცეების წარმოდგენა დავიწყე. თანამედროვე ქალაქის გიჟური რიტმისგან თავისუფალი, სადაც მარტივი და ავთენტური ყოველდღიური ცხოვრების შესწავლა შემეძლო” – ამბობს მარიტა.

QUÈTU სიცილიური სიტყვაა და სიმშვიდესა და სიწყნარეს ნიშნავს – ეს არის ის, რაც უსაფრთხოა თვის დროსა და სივრცეში. ამის პარალელურად, ალიკუდი ყველაზე ველური კუნძულის სახელით სარგებლობს, რომელმაც ვულკანური ბუნება შეინარჩუნა. როგორც ჩანს, იგი ძირითადად უცვლელი რჩება და მასზე არ მოქმედებს არც დრო, არც ტურისტთა ნაკადების ზრდა…

“მთელი სერიისთვის 3D და ფოტოშოფი გამოვიყენე, მაგრამ ჩემს სერიაში მთავარი მასში ჩადებული გზავნილია, ვიდრე ის ინსტრუმენტები, რომლებიც მის შესაქმნელად გამოვიყენე” – აღნიშნავს არტისტი.

როგორც მარიტა იხსენებს, ნამუშევრების შესაქმნელად რამდენიმე თვე დასჭირდა. მას სურდა, დარწმუნებულიყო, რომ გამოსახულებები სწორედ იმის ანარეკლი იყო, რასაც პანდემიის განმავლობაში გრძნობდა. “ეს იყო ჩემი ფანჯარა სამყაროში. ჩემი სრულყოფილი გაქცევა და სუფთა, ცისფერი ჰაერის სუნთქვა იმ დროს, როდესაც ყველაფერი ნაცრისფერი და ბნელი იყო”.

ლურჯი ჩიპის აქციები, როგორც ინვესტირების ერთ-ერთი პოპულარული საშუალება

მიკროკონტროლერის მეშვეობით ფრინველის ხმის ამოცნობაა შესაძლებელი