მარკეტერობა მხოლოდ სწორი კომუნიკაციების დაგეგმვა და სტრატეგიების შექმნა არ არის. აუცილებელია თანამედროვე ხელსაწყოების ცოდნა და ციფრულ ინსტრუმენტებთან ადაპტირება.
ყველა მარკეტერს თავისი შერჩეული ხელსაწყო აქვს, თუმცა ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე გავრცელებულ პლატფორმასა თუ აპლიკაციას, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებას ერგება. რაც მთავარია, ეს ხელსაწყოები უფასოა.
Google Analytics არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები თქვენს ვებსაიტთან ან აპლიკაციასთან. ის უზარმაზარი ინფორმაციის წყაროა, რომელიც თქვენი ვებსაიტის ტრაფიკს ადევნებს თვალყურს და რეალურ დროში გიჩვენებთ სტატისტიკას, როგორიცაა: გვერდის ნახვები, ელექტრონული კომერციის ტრანზაქციები და მომხმარებლის დრო, რომელსაც ის თქვენს ვებსაიტზე ხარჯავს.
დავუშვათ, გაინტერესებთ, როგორ იყენებენ თქვენი ვიზიტორები თქვენს ვებსაიტს — სად აწკაპუნებენ, რამდენად ბევრს სქროლავენ და ა.შ. Hotjar-ის მსგავსი ხელსაწყოები ზუსტად გაჩვენებენ რას აკეთებენ თქვენი ვიზიტორები თქვენსავე ვებსაიტზე. Hotjar-ს ასევე აქვს მარკეტინგული ძაბრის ანალიტიკა და გამოკითხვების ჩატარების ფუნქცია თქვენი მომხმარებლებისთვის.
მართალია, Medium უფრო პლატფორმაა, ვიდრე კონკრეტული ინსტრუმენტი, მაგრამ მსგავსი პლატფორმებიც მარკეტინგული გუნდების განუყოფელი ნაწილია.
ბევრი ახალგაზრდა სტარტაპი იწყებს თავის ბლოგს Medium-ზე, რომელსაც უკვე ჰყავს დიდი აუდიტორია და ეხმარება მათ კონტენტის გავრცელებაში. გარდა ამისა, მას მოჰყვება ელ. ფოსტის მეშვეობით გამოწერის შესაძლებლობა, რათა მკითხველს ყოველი ახალი ბლოგის განთავსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
ტესტირება მარკეტერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, A/B ტესტირება, მომხმარებლის ტესტირება და სხვა. ის საშუალებას გაძლევთ, ნახოთ და მოისმინოთ რეალური ადამიანის ხუთწუთიანი ვიდეო, რომელიც იყენებს თქვენს ვებსაიტს.
ეს ხელსაწყო ბლოგის იდეებს აგენერირებს. ალგორითმების, ბუნებრივი ენის დამუშავებისა და ზოგჯერ მანქანური სწავლების ტექნიკის კომბინაციით, ის გეხმარებათ ბლოგის თემების მოფიქრებას, რაც ხშირად გვჭირდება.
ეს პლატფორმა გაძლევთ საშუალებას, დააკავშიროთ პროფილი თითოეული სოციალური ქსელიდან და წინასწარ დაგეგმოთ, მაგალითად, 10 პოსტი თითოეული მათგანიდან.
გთავაზობთ ბევრ სასარგებლო ფუნქციას და ელ.ფოსტის შაბლონს, რომელსაც არ სჭირდება არც CSS-ის, არც HTML-ის ცოდნა პროფესიონალური ელ.ფოსტის შესაქმნელად. თქვენ არ დაგჭირდებათ ბევრი დროის დახარჯვა. უბრალოდ, აარჩევთ შაბლონს და დაარედაქტირებთ თქვენი საჭიროებების მიხედვით.
ეს შესანიშნავი ინსტრუმენტია ბაზრის კვლევის ჩასატარებლად. თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ის იდეების შესამოწმებლად, ბრენდის განწყობის მონიტორინგისთვის ან უბრალოდ სამიზნე აუდიტორიასთან შესასწავლად. მას აქვს მრავალი შაბლონი, რომლებიც გამოკითხვების ნულიდან ჩატარებაში დაგეხმარებათ.
და დღეისათვის ბოლო ხელსაწყო, რომელიც უნდა გაგაცნოთ, არის Google Trends, რომელსაც მარკეტერების სამუშაოს გაადვილება შეუძლია. ის აანალიზებს საკვანძო სიტყვების ან თემების ძიების პროცენტს დროისა და მდებარეობის გათვალისწინებით, რათა დადგინდეს, რომელი თემებია ამჟამად ტრენდული. ეს კი გეხმარებათ დამატებითი კვლევის თავიდან აცილებაში მაშინ, როცა ტრენდების გათვალისწინება ასე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი