როგორ შეიცვლება მეტავერსი 2023 წელს? როგორ ემხადებიან მარკეტერები ქუქი-ფაილებთან დამშვიდობებისთვის? როგორი იქნება ციფრული მარკეტინგი 2023-ში? ამ თემის გარშემო კითხვა უამრავია და მოდით, გავერკვიოთ.
გააკეთეთ უფრო მეტი, უფრო ნაკლები რესურსით
ეს არც ისე სასიამოვნო განცხადებაა, თუმცა 2023-ში მოგვიწევს უამრავი რამის გადაფასება და ახლებურად დანახვა. უამრავი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ 2023 წელი მოულოდნელობებით სავსე იქნება. ახალი წლისთვის, მარკეტერებს ორი მთავარი ამოცანა აქვთ: დადგნენ მყარად და უფრო მეტი გააკეთონ, უფრო ნაკლები რესურსით.
ალბათ, მარკეტერებისთვის არც ისაა უცხო, როდესაც ბიუჯეტის შემცირებასთან ერთად, მიზნები სერიოზულად იზრდება. კარგად გადაავლეთ თვალი 2022 წელს მიღებულ შედეგებს, განსაზღვრეთ მოსალოდნელი შედეგები და ეცადეთ, ავტომატიზაცია ჩართოთ თქვენს ყოველდღიურობაში. სწორედ ეს დაგეხმარებათ შედეგის უფრო ნაკლები რესურსით მიღწევაში.
გარემოსდაცვითი ეთიკა სარეკლამო ჯაჭვის მნიშვნელოვან ნაწილს იაკვებს
გარემოზე მავნე ზემოქმედება წინა პლანზე გამოდის. მომხმარებლები ორგანიზაციებისგან ბუნებისადმი ჯანსაღ მიდგომას ითხოვენ. მდგრადობა და ნახშირბადის შემცირება ის დამატებითი მოთხოვნა იქნება, რაზეც მძაფრად გაიზრდება მოთხოვნა ორგანიზაციებისა და მარკეტერების მიმართ.
მაინც, რას გულისხმობს ეს? დააკვირდით, რა ინვენტარს უკვეთავთ რეგულარულად, რაც სინამდვილეში ფუჭად იყრება და არც ღირებულებას ქმნის? გიფიქრიათ, რომ ეს ბუნებაზე მავნე ზემოქმედებას ახდენს? Dentsu-სა და Microsoft-ის კვლევამ აჩვენა, რომ გლობალური მომხმარებლების 84 პროცენტი უფრო მეტად ყიდულობს კომპანიებს, რომლებიც რეკლამირებისასაც კი გარემოს დაცვაზე ზრუნავენ.
კომპანიები აქტიურად დაიწყებენ პირველი მხარის მონაცემების გამოყენებას
ქუქი-ფაილების ერის დასრულების შემდეგ, ბრენდის სიმძიმის ცენტრი პირველი მხარის მონაცემებზე გადაინაცვლებს. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ბევრ კომპანიას არ აქვს გააზრებული.
მონაცემთა კონფიდენციალობა, გამჭვირვალობა და მართვა – მარკეტერების კიდევ ერთი თავისტკივილია
საერთაშორისო დონეზე აქტიურად მიმდინარეობს კომპანიებისთვის მიმართ კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნაზე მუშაობა. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა. როგორც ჩანს, გადარჩებიან ის მარკეტერები, რომლებიც კონფიდენციალობის პირობებში, ახალი გზების პოვნას შეძლებენ.
გარდა ამისა, მარკეტინგის გუნდებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა აქტიურად დაეხმარონ მონაცემთა გამჭვირვალობისა და მართვის გაუმჯობესებას.
აქვე, არ დაგვავიწყდეს მომხმარებლების კიბერშეტევებისგან დაცვა. მოგეხსენებათ, მარკეტერები დიდი რაოდენობით პირად იდენტიფიცირებულ ინფორმაციას ამუშავებენ. შესაბამისად, კონკურენტულ უპირატესობას სწორედ ის მარკეტერები მოიპოვებენ, რომლებიც მომხმარებლების პირადი მონაცემების კიბერკრიმინალებისგან დაცვას ეფექტურად შეძლებენ.
არც ისაა გამორიცხული, რომ 2023 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდოს ბიუჯეტი კიბერკრიმინალთან ბრძოლისთვის.
მარკეტერებისთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, იცოდნენ, რა პერსონალურ მონაცემებს ფლობენ, სად ინახავენ და ვის აქვს მასზე წვდომა. ასევე, უნდა დააზუსტონ, სად და რატომ მიდის ეს მონაცემები. ესაა ღირებულება, რომელსაც ფულის მსგავსად უნდა მოეკიდოთ თქვენც და თქვენი თანამშრომლებიც.
კრეატორებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ბრენდისადმიი ნდობის შექმნის პროცესში
ავთენტური კონტენტი სულ უფრო მოთხოვნადი და ღირებული გახდება მომხმარებლებისთვის. სამყარო იმ ეტაპზე გადადის, სადაც მხოლოდ იმ ბრენდებს, პროდუქტებსა და სერვისებს ვიყიდით, რომლებსაც ვენდობით. ბუნებრივადაც ხომ ასეა – ჩვენ ვყიდულობთ მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ვენდობით.
ეს განსაკუთრებით რეალურია ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის – გახსოვდეთ, რომ Gen Z ხარჯვის შესაძლებლობები იზრდება. მათ კი მძაფრი მოთხოვნა აქვთ ავთენტური კომუნიკაციისა და ბრენდების მიმართ.
ამას გარდა, ბრენდები კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ თავიანთი კონტენტ კრეატორების როლს, მეტ მნიშვნელობას მიანიჭებენ კრეატორებთან გრძელვადიან ურთიერთობებს და გამოიკვლევენ ახალ შესაძლებლობებს შემქმნელთა მარკეტინგის გამოსაყენებლად, როგორიცაა მეტავერსი და სხვა ინტენსიურად განვითარებადი არხები.
ავთენტურობა ინფლუენსერებზე მეტად დაგიფასდებათ
კომუნის შენება მარკეტერებს განსაკუთრებით დაუფასდებათ 2023 წელს. პანდემიამ საზოგადოების ფრაგმენტებად დაყოფა განაპირობა. მთელი რიგი საკითხები გამოიკვეთა: გენდერული თანასწორობა, ადამიანური უფლებები, გეოპოლიტიკური საკითხები… მომხმარებლები უფრო მეტს მოელიან ბრენდებისგან და სურთ, რომ მათი ხმა გაიგონონ ამ თემების გარშემო.
არ აქვს მნიშვნელობა, საკომუნიკაციოდ რომელ არხს გამოიყენებთ. რასაკვირველია, ინფლუენსერებსაც შეგიძლიათ მიმართოთ, უბრალოდ, მთავარია, თქვენი სათქმელი და მისი გადმოცემის მანერა იყოს ძალიან გულწრფელი.
ფოკუსირდით მომხმარებლის კეთილდღეობაზე
2023 წლისთვის მომხმარებლებს უფრო ნაკლები დანახარჯისკენ აქვთ მიდრეკილება. ამან, Getty Images-ის კრეატივ დირექტორს აზია-წყნარ ოკეანეთში, უბიძგა, კონტენტს მეტი ავთენტურობა და შემოქმედებითობა შემატოს.
მომხმარებლები შეშფოთებულები არიან ყოველდღიური ხარჯების მვეთრი გაძვირებით. მაღალი ინფლაცია აიძულებთ უფრო ნაკლები დახარჯონ. ეს კი ბრენდებს უბიძგებთ თავიანთი შეთავაზებები უფრო დახვეწონ და მომხმარებლების მოთხოვნილებებს მაქსიმალურად მოარგონ, აჩვენონ ნამდვილი ემოციები.
კონტენტის ღირებულების აღქმა არის უმნიშვნელოვანესი
მარკეტერებმა უნდა გაიაზრონ გარდაუვალი რამ – შემოქმედებითი კონტენტის გავლენა. კონტენტზე მუშაობისას, მარკეტერებს ხშირად აფერხებთ ეფექტურობაზე ფიქრი, თუმცა უნდა გაიაზრონ, რომ სწორედ შემოქმედებითობიდან გამომდინარეობს ეფექტურობა. 2023 წელს, მარკეტერებს, კონტენტ კრეატორებთან ერთად, მოუწევთ კონკრეტული მიმართულების მიცემა კონტენტისთვის. ისინი ვერ შემოიფარგლებიან მხოლოდ თბილი გზავნილებით. მკითხველები ითხოვენ დეტალებზე ორიენტირებას და მეტ რისკიანობას.
გენერაციული AI მომხმარებლის ჩართულობასა და ბრენდის რისკებს სრულიად გადააფასება
მიუხედავად იმისა, რომ გენერაციული AI ჯერ კიდევ განვითარებადი ტექნოლოგიაა, მას აქვს კონტენტის, შემოქმედებითობისა და გამოცდილების შექმნის დიდი პოტენციალი. მკვეთრად გაზრდის იმ კონტენტის მოცულობას და მრავალფეროვნებას, რაც პროაქტიური კომუნიკაციისთვის გამოგადგებათ.
ამავდროულად, გენერაციული AI მომხმარებელთა გამოცდილების სფეროშიც იმკვიდრებს ადგილს. კონტენტი კვლავ მეფეა. შესაბამისად, გენერაციული AI-ც კი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურ ინტელექტს.
წყარო: cmo













