მოდის სახლმა Burberry–იმ ციფრული მარკეტინგის დახმარებით წლიური შემოსავალი £673 მილიონით გაზარდა. ბრენდი 157 წლის წინ დაარსდა მაშინ, როდესაც სიტყვა ციფრული ხმარებაში არც იყო, მითუმეტეს არც ციფრული მარკეტინგი არსებობდა.
არსებობს გამოთქმა, რომ ძვირადღირებული ბრენდის ციფრული მარკეტინგი მხოლოდ იაფფასიანი ხერხია, მაგრამ, როგორც ყოველთვის გააჩნია ვინ აკეთებს და გააჩნია რა რესურსები იხარჯება.
Burberry–იც 2010 წლიდან ფინანსები ციფრული მარკეტინგის მხარეს მიმართეს და შედეგიც ძალიან მოკლე დროში მიიღეს. ონლაინ გაყიდვების ზრდა, სოციალურ მედიაში გაზრდილი აქტივობა. Burberry–მ ფიზიკურ მაღაზიებსა და ვირტუალურ მაღაზიას შორის სხვაობა გაათანაბრა.
Carol Fairweather ბარბერის ფინანსური დირექტორის განცხადებით მათი გამოჩენა Twitter და მის იაპონურ ანალოგზე Sina Weibo-ზე, Youku ( YouTube-ს ანალოგი) ბარბერის საშუალება მისცა სხვა ბრენდებთან შედარებით მეტი პოპულარობა მოეპოვებინა.
Burberry livestreams- პირდაპირი ჩართვები მოდის ჩვენებიდან, ინტერნეტ მაღაზიის სეზონური შოუები მომხმარებელს საშუალებას აძლევს მეტად ჩართულნი იყვნენ ბარბერის სიახლეებში და სურვილის შემთხვევაში სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად იყიდონ სასურველი პროდუქტი.
Burberry–ს და Google–ის თანამშრომლობის შედეგად გაჩენილი აპლიკაცია კიდევ ერთი დანამატია ინტერნეტ მარკეტინგის.
ელექტრონული ჩიპები, რომლებიც ტანსაცმელში და აქსესუარებშია დამაგრებული, სპეცილურ ეკრანთან მიახლოების დროს ნივთის მინი პრეზენტაციას აკეთებს.