in

#თაობა: დათო ჯამრიშვილის მხატვრობის ალტერნატიული გზა და ციფრული ილუსტრაციები


როგორ ვიქცევით, როცა არსებული რეალობა ჩვენს სურვილებსა და მოთხოვნებს ეწინააღმდეგება? – ვიწყებთ გამოსავლის ძებნას! მაგალითად, თუ ჩვენი საყვარელი საქმის საკეთებლად რეალური სივრცე არ გვაქვს, არსებობს ალტერნატიული – ვირტუალური სივრცე. #თაობა გაგაცნობთ მხატვარ-რესტავრატორ დათო ჯამრიშვილს მოკლედ და კონკრეტულად: დათო ჯამრიშვილი: „სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, არ მომეცა საშუალება, მქონოდა სახელოსნო და ვერც იმხელა სივრცე გამოვნახე, რომ ფერწერაში მემუშავა. ალტერნატიული გზა ციფრული ხატვა იყო. ჯერ გასართობად ვხატავდი, მერე შემოსავლის წყაროდ იქცა“.დათოს უკვე, როგორც თვითონ ამბობს, 35 წელი აქვს დაგროვილი, ცდილობს, ყველანაირი გავლენისგან იყოს თავისუფალი. მისი აზრით, სიახლე ჰაერივითაა. უყვარს სიარული, ბოდიალი მთასა თუ ბარში. მოსწონს თევზაობა, თუ რა თქმა უნდა, წყალში არის თევზი. 

რაღაც პერიოდი საბავშვო წიგნებისთვის ქმნიდა ილუსტრაციებს, გამორჩეულად კი „დაჩის ზღაპრებსა“ და „უფლისწული და მათხოვარს“ მიიჩნევს.

ილუსტრაციების შექმნისთვის პლანშეტს იყენებს და ფოტოშოპში მუშაობს. „თემატიკა კონკრეტულად არ ვიცი, უფრო მეტად, რასაც ვგრძნობ, ან ვიზუალურად წარმომიდგენია, იმ ხაზში ვმუშაობ ბოლომდე“. გარდა ციფრული მხატვრობისა, „ვმუშაობ მინანქარში, საიუველირო საქმეშიც ვაკეთებ რაღაცებს. დიზაინშიც, თუ მეჩვენა საინტერესო საქმედ. ასევე, ფოტოგრაფიაში. მინანქარში დიდიხანია ვმუშაობ, სამხატვრო აკადემიაში სწავლების პარალელურად, ვცდილობდი, მეგობრებთან ერთად მესწავლა ეს ხელობა. სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარებით ვცდილობდით, საკუთარი ხელწერა გვეპოვნა“. ამჟამად, მუშაობს თამაშების მხატვარ-ანიმატორად. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძირითადად, მაინც კომპოზიციების კეთებაში იხარჯება საკუთარ, პატარა სახელოსნოში.


Macy’s -ს ემოციური საახალწლო ვიდეორგოლები სანტას და მფრინავი ირმების გარეშე

ახალი მინივენი მართვის ავტომატური სისტემით – made by Google & Fiat Chrysler