ეს ურნა რეალური ნარჩენების გადასაყრელად არ არის განკუთვნილი, არც ისეთი ფორმა აქვს, რომ ამ ფუნქციით გამოიყენოთ… დიზაინის სტუდია Soixante Circuits და BETC-ის კრეატიული სააგენტო IRL Trashcan-ს ინტერნეტის მომხმარებლებისთვის ქმნის.
ალბათ, აქამდე არ იცოდით, მაგრამ გლობალური სათბურის ეფექტების 4% ციფრულ დაბინძურებაზე მოდის. რთულია ამის გაცნობიერება, მაგრამ ჩვენი ქცევა ონლაინ სივრცეში ზიანს რეალურ გარემოს აყენებს… კონკრეტული ნაგვის ურნით კი ეს პრობლემა მეტად ხილული ხდება, შემქმნელების მიზანიც სწორედ ამ საკითხის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იყო. IRL Trashcan წაშლის იმ ფაილებს, რომლებიც თქვენს ნაგვის ურნებში ინახება და მსგავსად CO2-საც შეამცირებს.
„გვჯერა, რომ ციფრული ნარჩენების კუთხით საზოგადოებაში ცნობიერებას ავამაღლებთ“, — ამბობენ IRL Trashcan-ის შემქმნელები.
მართალია, IRL Trashcan-ს პატარა წვლილი მიუძღვის გლობალური პრობლემის გადაჭრაში, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ საკითხით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება… შედეგად, ადამიანებმა ურნა ზუსტად ისე უნდა გამოიყენონ, როგორც ჩვეულებრივ მას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის მოიხმარენ.