in

ციფრული პრეზენტაცია ოფიციალურ გახსნამდე – სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“

გავიგოთ, სად არის თავმოყრილი ჩვენი მშენებლობისა თუ რემონტისთვის საჭირო ყველა მასალა, პროფესიონალებმა გვირჩიონ, როგორ გავიმარტივოთ მშენებლობისა და რემონტის რთული პროცედურები, ვიპოვოთ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი მასალები, გამოვიყენოთ მეტი ინოვაცია ჩვენი სახლისთვის – ეს და სხვა პასუხებია კითხვაზე, თუ რატომ ჩაატარა ამიერკავკასიაში უდიდესმა ჰიპერმარკეტმა „მიჰაუსი“ ოფიციალურ გახსნამდე 18 საათით ადრე ციფრული პრეზენტაცია.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდეს ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ შესვლისთანავე მომხმარებელს ხვდება სენსორული მონიტორები. ეს ტექნოლოგიური მოწყობილობა სასურველი პროდუქტის აღმოჩენაში დაგეხმარებათ – სულ გიგანტურ ჰიპერმარკეტში 21 ქვეყნის წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული 60 000 პროდუქტია და ეს ყველაფერი 11 სექციაშია წარმოდგენილი“.

იმისათვის, რომ 60 000 პროდუქტი დახლებზე გაუვალ ლაბირინთად არ ქცეულიყო, გარდა სენსორული მონიტორებისა, მომხმარებელს „მიჰაუსის“ უზარმაზარ სივრცეში ნავიგაცია იატაკის ფერებითაც შეუძლია. დაბოლოს, კონსულტანტები მუდმივ მზადყოფნაში არიან მომხმარებლისთვის რჩევების მისაცემად.

მიჰაუსის ინოვაციად მიიჩნევა ამიერკავკასიის ბაზარზე VR სათვალის დანერგვა კლიენტების მომსახურებაში, რომლებსაც კომპანიის დიზაინერები 3D გამოსახულებაში უქმნიან მათთვის სასურველი ინტერიერის დიზაინს. ამ სათვალის მეშვეობით მომხმარებელი მთლიანად ათვალიერებს თავის მომავალ სახლს. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც რემონტის დროს, ასევე გაუთვალისწინებელი პროცესებისგან გამოწვეულ დამატებით ხარჯებს.

სწორედ ინოვაცია და კომფორტი ერთ სივრცეში ქმნის ყველა წინაპირობას იმისთვის, რომ მომხმარებელმა დროის ეკონომიაც გააკეთოს და საკუთარ არჩევანს ზუსტად მოარგოს ესა თუ ის პროდუქტი. ამაში მათ „მიჰაუსის“ კონსულტანტებიც აქტიურად დაეხმარებიან.

თავის არჩევანში მყარად ჩამოყალიბებულ მომხმარებელს კი სახლიდან გაუსვლელად შეუძლია „მიჰაუსში“ სასურველი პროდუქტის შეძენა და საკმაოდ კომფორტული მიტანის სერვისით სარგებლობა“.

ეს ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ ნებისმიერი ჩვენგანი „მიჰაუსის“ ერთგული მომხმარებელი გავხდეთ. და აქ არ დამთავრებულა ყველაფერი – ყველა მომხმარებელი მიიღებს ლოიალურობის ბარათს, ხოლო ამავე ბარათით ერთგული მომხმარებელი კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებით ისარგებლებს, ისედაც ექსკლუზიური ფასების პირობებში. კიდევ ერთი დამატებითი კომფორტი, რასაც „მიჰაუსი“ გთავაზობთ, ეს არის უზარმაზარი, უფასო პარკინგი, რაც, ცხადია, დიდი კომფორტია დღეისთვის“.

 

[R]

„ელიტ ელექტრონიქსის“ საზაფხულო კამპანია შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად!

“The first draft of anything is shit, ხვალ გათენდება და თავიდან დავიწყებ ყველაფერს.” – ბეკი ფანცხავა