in

ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი „ნაბიჯი მომავლისკენ” 27-30 ივნისს გაიმართა

27-30 ივნისს, საქართველოს აისიტი კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი გაიმართა. ამ დღეების განმავლობაში ის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა და ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა და სხვა 20-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციაა.

ფორუმი 4 სხვადასხვა თემას მოიცავდა, როგორებიცაა: სამთავრობო ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია, საფინანსო ტექნოლოგიები, განათლება და კომუნიკაციები.

27 ივნისის თემა გახლდათ „ციფრული ტრანსფორმაცია და GovTech”. აქ განხილულ იქნა ახალი გამოწვევები და პარადიგმები GovTech-ში; დახურული, ცენტრალიზებული სისტემიდან ღია, დეცენტრალიზებულ ეკოსისტემამდე.

28 ივნისის თემები იყო ციფრული ტრანსფორმაცია და ფინტექი&კაპიტალის ბაზარი. ამ შეხვედრაზე საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ინოვაციები ფინანსურ სექტორში (ღია ბანკინგი, ციფრული ბანკინგი, CBDC) კაპიტალის ბაზარი და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია.

29 ივნისის თემა „ციფრული ტრანსფორმაცია – შრომის ბაზარი და განათლება”  გახლდათ. მის ფარგლებში სპიკერებმა ისაუბრეს განათლებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე; ასევე თემები იყო: ინდუსტრია 4.0 და შრომის ბაზრის ახალი გამოწვევები.

ბოლო დღეს, ანუ 30 ივნისს სპიკერებმა ისაუბრეს თემაზე: ციფრული ტრანსფორმაცია და საკომუნიკაციო სექტორი. საკითხები, რომლებიც აქ განიხილეს, ეხებოდა: ინოვაციებს კომუნიკაციების სექტორში (MVNO, მობილური პლატფორმები), მედიაწიგნიერებას ყალბი ამბების და ბიოჰაკინგის ეპოქაში.

ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი სხვადასხვა სამთავრობო, ბიზნეს, საკონსულტაციო და აკადემიურ ორგანიზაციებს აერთიანებს, რომლებიც თავიანთ როლსა და წარმატებებზე ისაუბრებენ და შეეხებიან გამოწვევებს რომელთა წინაშეც დგას თითოეული სექტორი მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში.

[R]

Bitnet — კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა

WEB 3.0 კონფერენციას ალტე უნივერსიტეტი მასპინძლობს