in

სიგარეტის კვამლი კანს შეხებითაც აზიანებს

ყველასათვის ცნობილია, რომ სიგარეტის კვამლის შესუნთქვა ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის — არ აქვს მნიშვნელობა, თავად ეწევით თუ პასიური მწეველი ხართ. ეს უარყოფითად აისახება როგორც შინაგან ორგანოებზე, ისე კანზე. და როგორც ირკვევა, ნიკოტინის კანზე ზემოქმედება იმაზე უარესია, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით.

M2
M2

კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგთა ჯგუფის თანახმად, კანცეროგენი ფილტვებში მოხვედრა აუცილებელი არ არის დაზიანების გამოსაწვევად. ჟურნალ Atmosphere-ში გამოქვეყნებული კვლევა მოწმობს, რომ ჩვენი კანი ნიკოტინის ნებისმიერ ნარჩენთან შეხებით ზიანდება.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ნიკოტინთან კანის კონტაქტმა შეიძლება შეაფერხოს ჭრილობების შეხორცება, გაზარდოს კანის ინფექციებისადმი მგრძნობელობა, შემცირებული იმუნური პასუხის გამო და გამოიწვიოს კანის უჯრედებში ოქსიდაციური სტრესი“, — განმარტავს ჯოვანა პოზეულოსი, კვლევის თანაავტორი.

კვლევა კონკრეტულად ფოკუსირებული იყო THS-ის საშიშროებაზე — ანუ, მეორად კვამლზე. იმის შესასწავლად, თუ რა გავლენა აქვს ნიკოტინს ადამიანის კანზე, მეცნიერებმა ეპიდერმისის 3D მოდელი შექმნეს და 24-საათიანი ექსპერიმენტი ჩაატარეს. მთელი ამ დროის განმავლობაში კანი ნიკოტინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა… რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთდღიანმა შეხებამაც კი გამოიწვია უჯრედების დაზიანება. 

ერთადერთ შედარებით დამამშვიდებელ მოცემულობას ის წარმოადგენს, რომ, სავარაუდოდ, მოკლევადიანი ზემოქმედება ნაკლებად გამოიწვევს გრძელვადიან ეფექტს. ამის მიზეზი კი ასეთია: ჩვენი კანი ბუნებრივად აღდგება და შეუძლია, THS ან ელექტრონული სიგარეტის წვენთან სიტუაციური კონტაქტით მიღებული ზიანის „მოგვარება“ შეუძლია.

მაგრამ ამას შეიძლება ძალიან დიდი დრო დასჭირდეს —THS-ზე ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება რეალური პრობლემა დაფაროს. ამ მიზნით, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები, კანის პრობლემების მქონე ადამიანები და ისინი, ვინც ე. წ. „ნიკოტინიან გარემოში“ ხშირად იმყოფებიან, განსაკუთრებით დაუცველები არიან მესამე მხარის რისკების მიმართ.

რა თქმა უნდა, ეს აღმოჩენები არც უნდა გვაკვირვებდეს, იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვიცით სიგარეტის და მისი მავნებლობის შესახებ…

Kontakt Home გლდანში ელექტრო ტექნიკის დიდ მაღაზიას ხსნის!

„აბჯარი” – კომპრესიული სამოსის ქართული ბრენდი