საქართველოს ახალგაზრდული პროექტი “წიგნების თარო” და არაჩვეულებრივი ნივთების მაღაზია “მინისო” ინტელექტუალურ ვებ-თამაშს აანონსებს!
“ვებ-ლაბირინთი” – ესაა სრულად ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე თამაში, რომელშიც მოთამაშეებმა განსხვავებული ტიპის მინიშნებების დახმარებით თავსატეხები უნდა ამოხსნან. თავსატეხები და მინიშნებები არაერთ ვებ-პლატფორმაზე: სოციალურ ქსელებში, ვებ-საიტებსა თუ სხვადასხვა აპლიკაციაში იქნება დამალული. მოთამაშეებმა თავსატეხების პასუხები სპეციალურად თამაშის საიტზე labirinti.wignebistaro.ge-ზე უნდა შეიყვანონ, სწორი პასუხის შემთხვევაში კი ახალ ეტაპზე გადავლენ და ახალ მითითებას მიიღებენ.
• თამაში სტარტს 23 დეკემბერს, 12:00 საათზე აიღებს და საღამოს 20:00 საათზე დასრულდება!
• თამაში უფასოა და მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს!
• პირველი მინიშნება “წიგნების თაროს” და “მინისოს” ფეისბუქ გვერდზე გაჟღერდება.
• საპრიზო სამ ადგილს დაიკავებენ ის მოთამაშეები, რომლებსაც 23 დეკემბერს 20:00 საათისთვის ყველაზე მეტი ეტაპი ექნებათ გავლილი.
• გამარჯვებული სამეული “მინისოს” სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება: I ადგილი – 300 ლარიანი ვაუჩერი, II ადგილი – 200 ლარიანი ვაუჩერი, III ადგილი – 100 ლარიანი ვაუჩერი.
“წიგნების თაროს” ვებ-ლაბირინთი პირველად მიმდინარე წლის 18 მაისს ჩაეშვა და 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თამაში განსაკუთრებული აზარტული და ინტელექტუალური ელემენტებით გამოირჩევა, ამიტომ მასში 3000-მდე უნიკალური ინტერნეტ მომხმარებელი ჩაერთო.
დაელოდეთ ვებ ლაბირინთის სპეციალურ ოპერაცია:მინისოს, ვირტუალური თავგადასავლის დახმარებით სასარგებლოდ და თავშესაქცევად გაატარეთ დრო და მოიგეთ საახალწლო პრიზები!
[R]