ნიუ-იორკი – ქალაქი, რომელსაც არ სძინავს. და რა არის ამაში კარგი? ყოველდღიური რბოლა, სტრესი და უზარმაზარი ხარჯი? თანამედროვე სამყაროში ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა დაბალანსებული ცხოვრებაა. ბევრს იზიდავს დიდი ქალაქები: ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო… თუმცა, სააგენტო Empower-ს თუ დავუჯერებთ, ცინცინატი (ოჰაიოს შტატი) იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს საცხოვრებელს, სადაც მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება სტრესიც და დანახარჯებიც. ეს ორწუთიანი ანიმაცია სიმღერ-სიმღერით გვიყვება მეგაპოლისებს მიღმა არსებულ სამყაროზე – ხელმისაწვდომ საცხოვრებელზე, თავისუფალ გზებზე, სამსახურიდან დღის 5 საათზე გამოსვლასა და ოჯახისთვის შესაფერის პირობებზე. ცინცინატი არის ქალაქი, რომელსაც მშვიდად სძინავს.
ქალაქი, რომელსაც სძინავს – Empower-ის ანიმაცია
