Cincoro Tequila მხატვარ ჯოშუა ვიდესთან თანამშრომლობდა, რათა ბრენდის პირველი ლიმიტირებული სერიისთვის განსხვავებული დიზაინის ბოთლი შეექმნათ. 150 ეგზემპლარი მონოქრომატული ხასიათით გამოირჩევა, რასაც საინტერესო კონცეფცია უდევს საფუძვლად — „რეალობა იდეამდე“.
ბოთლის ვიზუალია ისეა გადაწყვეტილი, რომ ილუსტრაციულ, კომიქსურ ნახატს მოგვაგონებს, თითქოს მაგიდაზე რეალურად კი არ დგას, არამედ ილუზორულ გამოსახულებას ვუყურებთ. ასეა ყუთის შემთხვევაშიც. „Cincoro-ს ბოთლი ცარიელ ტილოდ წარმოვიდგინე, რომელსაც დახვეწილი დიზაინი აქვს და ყველანაირი გიჟური იდეის გაცოცხლების საშუალებას მაძლევდა. ამიტომაც, ახლებურად გავუსვი ხაზი მის ავთენტურ სილამაზეს“, — აღნიშნავს ჯოშუა.