in

სინდი შერმანის ფოტოსერია ქაოსურ იდენტობებზე

„როცა ფოტოებს ვიღებ, ისეთი ხედვის კუთხის დაჭერას ვცდილობ, საიდანაც საკუთარ თავს ვერ ვცნობ“, — ამბობს სინდი შერმანი. ბოლო წლებში იდენტობისა და რეპრეზენტაციის კვლევა სულ უფრო ხშირად ხდება ხელოვნების ძირითადი თემა. ამერიკელმა არტისტმა კი ოთხი ათწლეული დაუთმო მას.

BOG
BOG

2000-იანი წლების დასაწყისიდან შერმანი ხშირად იყენებდა ციფრულ მანიპულაციებს, რათა თანამედროვე საზოგადოების „დაშლილი თვითშეგნება“ შემოქმედებითად აესახა. გამონაკლისი არც მისი უახლესი პროექტია, რომელიც სინდის სახის სხვადასხვა ელემენტის სინთეზს წარმოადგენს — შედეგად, სრულიად ახალი პერსონაჟები იქმნება.

ფრაგმენტული ფიგურების „შესაკოწიწებლად“, რომლებიც ერთდროულად იცინიან, ღრიალებენ და ტირიან, შერმანმა გადაიღო საკუთარი თვალების, ცხვირის, ტუჩების, კანის, თმისა და ყურების იზოლირებული მონაკვეთები. ამავდროულად, დიდია AI-ის როლიც. როგორც თავად ხელოვანი განმარტავს, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აპლიკაციებს იყენებდა, რათა საბოლოოდ ეს სინთეზური შედეგი მიეღო.

ალფა დაზღვევის პიარსა და მარკეტინგს შოთა ბეზარაშვილი უხელმძღვანელებს

Google-ის 10 გზა ეკომეგობრული არჩევანის გასაკეთებლად